x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მაპატიეთ,რომ ვერ გადაგეფარეთ"-მამის ემოციური პოსტი,რომელსაც რუსებმა ოჯახი ამოუწყვიტეს(+18)


image

შენიშვნა: სტატია მოიცავს მძიმე კადრებს!


განადგურებულმა მამამ პატივი მიაგო საკუთარ ოჯახს, რომლებიც სასტიკად დახოცეს რუსმა სამხედროებმა დროებით "ცეცხლის შეწყვეტის" დროს, როდესაც ისინი ალყაში მოქცეული ქალაქიდან გასვლას ცდილობდნენ.


სერგეი პერებინისმა Facebook-ზე გაავრცელა მაღალი რანგის ბუღალტერის, ტატიანა პერებინისა და მათი ორი შვილის ალისას და ნიკიტას ფოტოები შემდეგი მინაწერით: „მაპატიეთ, რომ ვერ გადაგეფარეთ“. მან ასევე გაავრცელა ოჯახის ორი ძაღლის ფოტო, რომელიც ერთი თავდასხმის შედეგად მოკვდა.


image

image


image


image

ქალბატონი პერებინისი 9 წლის ქალიშვილთან და 18 წლის ვაჟთან ერთად რუსულმა არტილერიამ დაცხრილა იმ დროს, როდესაც ისინი 6 მარტს სასოწარკვეთილნი ცდილობდნენ ალყაში მოქცეულ ქალაქ ირპინიდან თავის დაღწევას.

გზის პირას დაგდებულმა ახალგაზრდა ოჯახის გვამების ფოტოებმა, რომელთა გვერდით ორი ტერიერი ყმუოდა, შოკისმომგვრელი ეფექტი მოახდინა მთელ მსოფლიოში, რადგან ცხადი გახდა, რომ პუტინის „ჰუმანიტარული დერეფნები“ სხვა არაფერი იყო, თუ არა მირაჟი.

image

image
image

დონეცკიდან, სეპარატისტული ძალებისგან გამოქცეული ოჯახი ოთხი წლის წინ უკრაინის დედაქალაქის გარეუბანში დასახლდა, სადაც აპირებდნენ თავიანთი „მუდმივი სახლის“ გარემონტებას და იმის ნახვას, თუ როგორ მოწიფდებოდნენ მათი შვილები.


ფეისბუქზე ბატონმა პერებიინისმა დაწერა: ”მე უნდა მენახეთ უკანასკნელად. მაპატიეთ, რომ ვერ გადაგეფარეთ“.


სერგეი პერებინისი, რომელმაც მთლიანი ოჯახში დაკარგა, მათთან იმიტომ არ იმყოფებოდა, რომ ავადმყოფ დედასთან იყო ჩასული. უკრაინაში დასაბრუნებლად ჯერ რუსეთის ფედერაციაში ნიხვდა, შემდეგ კი კალინინგრადიდან პოლონეთში გადავიდა. მან რუს მესაზღვრეებს უთხრა, რომ მისი ოჯახი "სპეცოპერაციის" დროს დახოცეს და გააფრთხილა, რომ ამქვეყნად "დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა."

image

ირპენში, კვირა დღეს გადაღებული შემზარავი კადრები ადასტურებს, რომ რუსული ჯარები თავს ესხმიან მჭიდროდ დასახლებულ სამოქალაქო უბნებს, სადაც მამაკაცები, ქალები და ბავშვები ცდილობდნენ ქვეყნიდან გაქცევას, ხოლო პუტინი კვლავ უარყოფს მშვიდობიანი მოსალხეობის დაბომბვას.

0
176
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0