კინო „ოსკარის“ ისტორია“: საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის გამარჯვებულები წლების მიხედვით 2022, 10 მარტი, 0:00 „ოსკარებით“ დაჯილდოება ერთ–ერთი ყველაზე მოსალოდნელი და ცნობილი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც კინოინდუსტრიის ყველაზე ნიჭიერ პროფესიონალებს ეძღვნება. გამარჯვებულები 24 ნომინაციიდან ირჩევა, მათ შორის ერთ–ერთია საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი.
ოსკარის პირველი დაჯილდოება 1929 წლის 16 მაისს გაიმართა, ხოლო საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის პირველი ჯილდო 1948 წელს გადაღებულ ფილმებს გადასცეს. მაშინ შავ–თეთრ და ფერად ფილმებს ცალ–ცალკე ჯილდოებს აძლევდნენ.
წელს რიგით 94-ე ოსკარის დაჯილდოება 24 მარტს გაიმართება. მანამდე გადავხედოთ, თუ ვინ მოიპოვა „ოსკარი“ საუკეთესო კოსტიუმების დიზაინში წინა წლებში.
აღსანიშნავია, რომ ედით ჰედმა, ამერიკელმა კოსტიუმების დიზაინერმა, ოსკარი 8-ჯერ მოიგო და 35-ჯერ ნომინირებული იყო, ორივერ ყველაზე მეტი ოსკარების ისტორიაში. მილენა კანონერო, იტალიელი კოსტიუმების დიზაინერი, და კოლენ ეთვუდი, ამერიკელი კოსტიუმების დიზაინერი, ყველაზე დამსახურებული ცოცხალი დიზაინერები არიან. თითოეულმა ჯილდო 4-ჯერ აიღო. გამარჯვებულები ფილმები და დიზაინერები ნომინაციაში "საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი" წლების მიხედვით: 1948 – როჯერ კ. ფურსი, შავ–თეთრი ფილმისთვის „ჰამლეტი“ 1948 – ბარბარა კარინსკა, დოროთი ჯეკინსი, ფერადი ფილმისთვის „ჯოანი და არკი“ 1949 - ედით ჰედი, ჯილ სტილი, შავ–თეთრი ფილმისთვის „მემკვიდრე“ 1949 - ლეა როდესი, უილიამ ტრავილა, მარჯორ ბესტი, ფერადი ფილმისთვის „დონ ჟუანის თავგადასავალი“ 1950 - ედით ჰედი, ჩარლზ ლემარი, შავ–თეთრი ფილმისთვის „ყველაფერი ევას შესახებ“ 1950 – ედით ჰედი, დოროთი ჯიკინსი, ელოიზ იენსენი, ჯილ სტილი, გვენ ვაკელინგი, ფერადი ფილმისთვის „სამსონი და დალილა“ 1951 - ედით ჰედი, შავ-თეთრი ფილმისთვის „ადგილი მზეზე“ 1951 - ორი კელი, უოლტერ პლანკეტი, ირენ შარაფი, ფერადი ფილმისთვის „ამერიკელი პარიზში“ 1952 - ჰელენ როუზი, შავ-თეთრი ფილმისთვის „ბოროტი და მზეთუნახავი“ 1952 - მარსელ ვერტესი, ფერადი ფილმისთვის „მულენ რუჟი“ 1953 - ედით ჰედი, შავ–თეთრი ფილმისთვის „რომაული არდადეგები“ 1953 – ჩარლზ ლემარი, ემილი სანტიაგო, ფერადი ფილმისთვის „კვართი“ 1954 - ედით ჰედი, შავ–თეთრი ფილმისთვის „საბრინა“ 1954 - სანზო ვადა, ფერადი ფილმისთვის „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ 1955 - ჰელენ როუზი, შავ–თეთრი ფილმისთვის „მე ხვალ ვიტირებ“ 1955 – ჩარლზ ლემარი, ფერადი ფილმისთვის „სიყვარული – ყველაზე კარგი რამ სამყაროში“ 1956 - ჟან ლუის, შავ–თეთრი ფილმისთვის „ნამდვილი ოქროს კადილაკი“ 1956 - აირინ შარაფი, ფერადი ფილმისთვის „მეფე და მე“ 1957 – ორი კელი, ფილმისთვის „გოგონები“ 1958 - სესილ ბიტონი, ფილმისთვის „ჟიჟი“ 1959 - ორი კელი, შავ-თეთრი ფილმისთვის „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ 1959 - ელისაბედ ჰაფენდენი, ფერადი ფილმისთვის „ბენ-ჰური“ 1960 – ედით ჰედი, ედვარდ სტივენსონი, შავ–თეთრი ფილმისთვის „ცხოვრების ფაქტები“ 1960 - არლინგტონ უოლესი, ბილ ტომასი ფერადი ფილმისთვის „სპარტაკი“ 1961 - პიერო ჯერარდი, შავ–თეთრი ფილმისთვის „ტკბილი ცხოვრება“ 1961 – ირინე შარაფი, ფერადი ფილმისთვის „ვესთსაიდური ამბავი“ 1962 – ნორმა კოხი, შავ–თეთრი ფილმისთვის „რა დაემართა ბები ჯეინს?“ 1962 – მერი უილსი, ფერადი ფილმისთვის „ძმები გრიმების მშვენიერი სამყარო“ 1963 - პიერო ჯერარდი, ფილმისთვის „რვანახევარი“ 1963 – ირინე შარაფი, ვიტორიო ნინო ნოვარეზი, ფერადი ფილმისთვის „კლეოპატრა“ 1964 - დოროთი ჯეკინსი, შავ-თეთრი ფილმისთვის „იგუანას ღამე“ 1964 – სესილ ბიტონი, ფერადი ფილმისთვის „ჩემი მშვენიერი ლედი“ 1965 - ჰული ჰარისი, შავ-თეთრი ფილმისთვის „ძვირფასო“ 1965 – ფილის დალტონი, ფერადი ფილმისთვის „ექიმი ჟივაგო“ 1966 - ირინე შარაფი, შავ-თეთრი ფილმისთვის „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“ 1966 - ელიზაბეთ ჰაფენდენი, ჯოან ბრიჯი, ფერადი ფილმისთვის „ყველა დროის ადამიანი“ 1967 – ჯონ ტრუსკოტი, ფილმისთვის „კამელოტი“ 1968 - დანილო დონატი, ფილმისთვის „რომეო და ჯულიეტა“ 1969 – მარგარეტ ფურსი, ფილმისთვის „ათასი დღის ანა“ 1970 - ვიტორიო ნინო ნოვარეზე, ფილმისთვის „კრომველი“ 1971 – ივონ ბლეიკი, ანტონიო კასტილო, ფილმისთვის „ნიკოლასი და ალექსანდრა“ 1972 – ენტონი პაუელი, ფილმისთვის „მოგზაურობა დეიდასთან ერთად“ 1973 – ედით ჰედი, ფილმისთვის „აფერა“ 1974 - თეონი ალდერეჯი, ფილმისთვის „დიდი გეტსბი“ 1975 - მილენა კანონერო, ულა ბრიტ სოდერლუნდი, ფილმისთვის „ბარი ლინდონი“ 1976 - დანილო დონატი, ფილმისთვის „ფელინის კაზანოვა“ 1977 - ჯონ მოლო, ფილმისთვის „ვარსკვლავური ომები“ 1978 – ენტონი ჰაუელი, ფილმისთვის „სიკვდილი ნილოსზე“ 1979 – ალბერტ ვოლსკი, ფილმისთვის „მთელი ეს ჯაზი“ 1980 - ენტონი პაუელი, ფილმისთვის „ტესი“ 1981 – მილენა კანონერო, ფილმისთვის „ცეცხლოვანი ეტლები“ 1982 - ჯონ მოლო, ბანუ ათაია, ფილმისთვის „განდი“ 1983 – მარიკ ვოსი, ფილმისთვის „ფანი და ალექსანდრე“ 1984 - თეოდორ პიშტეკი, ფილმისთვის „ამადეუსი“ 1985 - ემი ვადა, ფილმისთვის „რანი“ 1986 - ჯენი ბევანი, ჯონ ბრაიტი, ფილმისთვის „ოთახი ხედით“ 1987 - ჯეიმზ ეიჩსონი, ფილმისთვის „უკანასკნელი იმპერატორი“ 1988 - ჯეიმზ ეიჩსონი, ფილმისთვის „სახიფათო კავშირები“ 1989 - ფილის დაპტონი, ფილმისთვის „ჰენრი V“ 1990 - ფრანკა სკუარჩიაპინო, ფილმისთვის „სირანო დე ბერჟერაკი“ 1991 – ალბერტ ვოლსკი, ფილმისთვის „ბაგსი“ 1992 - ეიკო იშიოკა, ფილმისთვის „ბრემ სტოკერის დრაკულა“ 1993 - გაბრიელა პესკუჩი, ფილმისთვის „უმანკოების ხანა“ 1994 – ლიზი გარდინერი, ტიმ ჩაპელი, ფილმისთვის „უდაბნოს დედოფლის, პრისცილას თავგადასავალი“ 1995 – ჯეიმს ეჩესონი, ფილმისთვის „რესტავრაცია“ 1996 - ენ რუთი, ფილმისთვის „ინგლისელი პაციენტი“ 1997 - დებორა ლინ სკოტი, ფილმისთვის „ტიტანიკი“ 1998 - სენდი პაუელი, ფილმისთვის „შეყვარებული შექსპირი“ 1999 - ლინდი ჰემინგი, ფილმისთვის „თავდაყირა“ 2000 - ჯანტი იატესი, ფილმისთვის „გლადიატორი“ 2001 - კათრინ მარტინი, ანგუს სტრეთი, ფილმისთვის „მულენ რუჟი“ 2002 - კოლენ ეთვუდი, ფილმისთვის „ჩიკაგო“ 2003 – ნგილა დიქსონი, რიჩარდ ტეილორი, ფილმისთვის „ბეჭდების მბრძანებელი“ 2004 - სენდი პაუელი, ფილმისთვის „ავიატორი“ 2005 - კოლენ ეთვუდი, ფილმისთვის „გეიშას დღიურები“ 2006 - მილენა კანონერო, ფილმისთვის „მარი ანტუანეტი“ 2007 - ალექსანდრა ბირნი, ფილმისთვის „ელისაბედი: ოქროს ხანა“ 2008 - მაიკლ ო'კონორი, ფილმისთვის „ჰერცოგინია“ 2009 – სენდი პაუელი, ფილმისთვის „ახალგაზრდა ვიქტორია“ 2010 - კოლენ ეთვუდი, ფილმისთვის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ 2011 - მარკ ბრიჯესი, ფილმისთვის „არტისტი“ 2012 - ჟაკლინ დურანი, ფილმისთვის „ანა კარენინა“ 2013 - კათრინ მარტინი, ფილმისთვის „დიდი გეტსბი“ 2014 – მილენა კანოერო, ფილმისთვის „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ 2015 – ჯენი ბივანი, ფილმისთვის „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ 2016 – კოლინ ეტვუდი, ფილმისთვის „ფანტასტიკური მხეცები და სად ვიპოვოთ ისინი“ 2017 – მარკ ბრიჯსი, ფილმისთვის „მოჩვენებითი თემა“ 2018 – რუთ ე.კარტერი, ფილმისთვის „შავი პანტერა“ 2019 – ჟაკლინ დურანი, ფილმისთვის „პატარა ქალები“ 2020 – ანა როთი, ფილმისთვის „მა რეინი: ბლუზის დედა“ 2021 – ნომინანტები: 1. ჯენი ბივანი, ფილმისთვის „კრუელა“ 2. მასიმო კანტინი პარინი, ფილმისთვის „სირანო“ 3. რობერტ მორგანი, ჟაკლინ უესტი, ფილმისთვის „დიუნი“ 4. ლუის სეკეირა, ფილმისთვის „კოშმარული ხეივანი“ 5. პაულ ტაზეველი, ფილმისთვის „ვესტსაიდური ამბავი“ ასევე დაგაინტერესებთ: 1. 10+ კინოშედევრი საღამოს საყურებლად, რომლის არჩევანშიც არ შეცდებით 2. 14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს 3. 10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება 4. ექსპერტებმა ჩვენი დროის ყველაზე საშინელი ფილმები აარჩიეს. სიბნელეში არ უყუროთ 5. 10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში 141 შეფასება არ არის |