საზოგადოება "ნაცები" შეჩემათი არიან ბაიდენთან პაბალშომუ და მიიჩნევს მათ ჯეკი ჩან ძალად"- რას წერს ვიკა ბუკია 2022, 9 მარტი, 14:05 ჟურნალისტი და "პირველი ხაზის" წამყვანი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ უკრაინელების უკან "ნაციონალების" არსებობასთან დაკავშირებით გამოთქმულ უსაფუძვლო შიშებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და არ გამორიცხავს რომ მმართველი გუნდის ერთ - ერთი ლიდერი თავად იყოს - "ნაცი"."მდინარაძე ყოველ დღე გვეუბნება, რომ "ნაცები" მართავენ მსოფლიოს, პლანეტას, ზელენსკის, პუტინს, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს, მიშელ ობამას, მიშელ პფაიფერს და შარლ მიშელს;შეჩემათი არიან ბაიდენთან და დააპორწიალებენ თავიან ჭკუაზე. "ნაცებს" აქვთ ბირთვული იარაღი, რომლის წარმოებას მოანდომეს 9 დაუვიწყარი წელი; "ნაცები" აყალბებენ არჩევნებს; "ნაცებმა" დაიწყეს ომი უკრაინაში; და როცა მოუნდებათ შეაჩერებენ.არადა, ამ "ნაცებს" არაფერი არ შეუძლიათ, პაბალშომუ. მაგრამ მდინარაძეს არ სჯერა ამის. და მიიჩნევს მათ ჯეკი ჩან ძალად.მდინარაძე, რომელიც ამ ყველაფერში არწმუნებს თავისივე ამომრჩეველს მგონი მართლა "ნაცია"."- წერს ვიკა ბუკია.2196 შეფასება არ არის |