x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
10 სრულიად ამაზრზენი ფაქტი შუა საუკუნეების ლონდონის შესახებ, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ადამიანებს ფილმების მიხედვით სხვადასხვა ეპოქის რომანტიზირება განსაკუთრებით უყვართ, სადაც მთავარი გმირები მეჯლისზე დადიან, რაინდულ ასპარეზობებში მონაწილეობენ და ცხენებზე ამხედრებულები მინდვრებში დაჯირითობენ, მაგრამ სინამდვილეში ყოველივე ეს რეალობისგან საკმაოდ შორს არის. მაგალითად, ავიღოთ იგივე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი - ლონდონი, რომელიც ბევრისთვის გალანტურობისა და ეტიკეტის სიმბოლოა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 სრულიად შემზარავ ფაქტს შუა საუკუნეების დროინდელ ლონდონზე, რომლის შესახებ ნამდვილად არაფერი იცოდით.


image


1. შუა საუკუნეების ლონდონის მაცხოვრებლები - ადამიანებიც და ცხოველებიც დღეში 50 ტონა ექსკრემენტს გამოყოფდნენ, რომელსაც როგორც წესი, ქუჩაში ყრიდნენ.


image


2. ქალაქში ტროტუარებისა და ასფალტის არარსებობის გამო, ადამიანები ექსკრემენტებითა და გახრწნის პროცესში მყოფ ცხოველთა ნარჩენებით მიმოფანტულ მიწაზე დადიოდნენ.


image


3. დიდი რაოდენობის ნაგავმა და სიმყრალემ ოქრომჭედლების (მე-20 საუკუნის დასაწყისამდე კანალიზაციას ხუმრობით "ღამის ოქროს" ეძახდნენ, როგორც წესი, "განძი" ღამით გაჰქონდათ, რათა მის სუნს არავინ შეეწუხებინა, შესაბამისად, ასენიზატორებს ოქრომჭედლებს უწოდებდნენ) გაჩენის საჭიროება წარმოშვა. ისინი ძირითადად, ნაგვისა და ექსკრემენტების გაწმენდით იყვნენ დაკავებულნი, და მიუხედავად იმისა, რომ მათი ხელობა მართლაც რომ ამაზრზენი იყო, რიგითი მუშების ხელფასთან შედარებით ისინი გაცილებით უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ.


image


4. იმ პერიოდში შერბორნ - ლეინის ქუჩა აღმოსავლეთ ლონდონში იმდენად ამაზრზენი იყო, რომ მას ექსკლუზიურად "Shiteburn Lane" (Shit - განავალი)-ს ეძახდნენ.


image


5. შუა საუკუნეების ლონდონში ღამის ქოთნების პირდაპირ ფანჯრებიდან დაცლა იკრძალებოდა, მაგრამ ეს ვის შეაჩერებდა ქალაქში კანალიზაციის არქონის შემთხვევაში?


image



6. 1369 წელს მეფე ედუარდ III-მ ყასაბებს ქალაქში ცხოველების დაკვლა სისხლისა და შიგნეულის საშინელი სუნის გამო აუკრძალა, და კიდევ იმიტომ რომ ისინი გახრწნილ ხორცს პირდაპირ ტემზაში ყრიდნენ.


image


7. 1345 წელს მიღებული იქნა კანონი, რომელიც 2 შილინგის ოდენობის ჯარიმის გადახდას ავალდებულებდა ყველას, ვინც კი ნაგავს ქუჩაში გადაყრიდა, რაც იმ დროისთვის არც თუ პატარა თანხა იყო.


image


8. წმინდა ანტონიას ჰოსპიტალიერთა ორდენის კუთვნილ ღორებს ქალაქში თავისუფლად სეირნობის უფლება ენიჭებოდათ.


image


9. 1348 წლიდან 1665 წლამდე ლონდონში შავი ჭირის 16 "აფეთქება" მოხდა. 1348-49 წლებში "შავი სიკვდილის" (შავი ჭირის პანდემია) დროს ლონდონელების მესამედი ან გარდაიცვალა ან გაიქცა.


image


10. ქალაქში სამი დიდი ხანძარი მოხდა, აქედან ორი ხანძარი (1135 და 1212 წლებში) ხის "London Bridge"-ზე გაჩნდა, ხოლო მესამემ კი 1666 წელს მთელი ლონდონი მოიცვა და ქალაქის უმეტესი ნაწილი გაანადგურა.


image


11. "Aldgate"-ის მეტროსადგურის ქვეშ შავი ჭირის შედეგად გარდაცვლილი ათასზე მეტი ადამიანის ცხედარია დაკრძალული. ეს ის ადგილია, სადაც ამ დაავადებისგან დაღუპულ ადამიანებს მასობრივად კრძალავდნენ.



0
3835
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
3835