"ნიუკასლთან" შეხვედრის დაწყებამდე "ევერტონის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პატივი ეცათ "ლივერპულისთვის" და ეს კარგად გამოუვიდათ. მოედანზე იმყოფებოდა ორი ბავშვი, რომლებსაც ეცვათ "ევერტონის" და "ლივერპულის" მაისურები. ლურჯ მაისურიან ბავშვს უკან 9 ნომერი ეწერა, ხოლო "წითელს" 6. წინასამატჩო ვარჯიშზეც "ევერტონის" ფეხბურთელებს ეცვათ მაისურები, რომელბსაც უკან 96 ნომერი ამშვენებდა.
მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მთელი გუდისონ პარკი ფეხზე წამოდგა და ერთი წუთის განმავლობაში თასს უკრავდა. ამავდროულად ეკრანზე იმ 96 პიროვნების სახელი და გვარი იწერებოდა, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ 23 წლის წინ. სტადიონზე ჟღერდა მუსიკა სახელად "He Ain't Heavy, He's My Brother".
"ლივერპულის" მმართველმა დირექტორმა იან ეარმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუს დროს განაცხადა: "მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, რომლებმაც გადაწყვიტეს ასეთი ცერემონიის ჩატარება. ასევე მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს, რომლებმაც წუთიერი აპლოდისმენტებით პატივი მიაგეს 96 ადამიანის ხსოვნას. მოედანზე "ლივერპული" და "ევერტონი" ერთმანეთის მტრები არიან, თუმცა მოედანს გარეთ ყველანაირად ვცდილობთ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ. როდესაც სამართალი აღსდგა და სიმართლე გაირკვა, "ევერტონის" ხელმძღვანელები და გულშემატკივრები ჩვენს გვერდზე დადგნენ და მხარი დაგვიჭირეს".