x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ოთხი ბრიტანელი გვარდიელი თვითნებურად გაიპარა ომში" - თავდაცვის სამინისტორომ მათზე ძებნა გამოაცხადა
image

ოთხი ბრიტანელი ჯარისკაცი, მათ შორის ერთი მოზარდი, რომლებსაც ფულს უხდიდნენ დედოფლის დაცვაში, შიშობენ, რომ მათ თვითნებურად მიატოვეს სამხედრო სამსახური და წავიდნენ უკრაინაში ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ძალებთან საბრძოლველად.


სამეფო გვარდიის 19 წლის ჭაბუკმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება უსაფრთხოების მიზნით, გავრცელებული ინფორმაციით, მიატოვა თავის Coldstream საცერემონიო პოსტი და დარეგისტრირდა უკრაინაში უცხოელ მოხალისეთა საერთაშორისო ლეგიონში.


გავრცელებული ინფორმაციით, ამ შაბათ -კვირას პოლონეთში ერთ მხარეზე ბილეთის დაჯავშნამდე ჯარისკაცმა მისწერა მშობლებს, რომ უკვე უკრაინის საზღვრის გადაკვეთას აპირებდა და თან თავისი სამხედრო ფეხსაცმლის ფოტო გამოაქვეყნა Snapchat-ზე, იტყობინება გამოცემა Daily mail




ამ შოკისმომგვრელმა ინფორმაციამ ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტში პანიკა გამოიწვია, უშიშროების თანამშრომლები მოზარდის დაკავებას და უკან დაბრუნებას აპირებენ, რადგან თუ რუსეთი ფრონტზე აღმოაჩენს მოქმედი არმიის ჯარისკაცებს, პუტინის რეჟიმი შეეცდება დაამტკიცოს, რომ ბრიტანეთი ომში ოფიციალურად ჩაერთო.



ჯერჯერობით, როგორც ვარაუდობენ, დიდი ბრიტანეთიდან მოხალისეთა რიგებში მხოლოდ ყოფილი სამხედორები იბრძვიან, გაერთიანებული სამეფოს მოქმედ სამხედროებს ეკრძალებათ ომში მონაწილეობის მიღება.



უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ 52 ქვეყნის 20 000-ზე მეტი ადამიანი იბრძვის, მათთვის ახლახან შეიქმნა საერთაშორისო ლეგიონი.


0
204
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0