სხვა ლეონარდო დიკაპრიომ უკრაინას ყველაზე სოლიდური დახმარება გაუწია, რითაც რეკორდი დაამყარა 2022, 9 მარტი, 10:28 ჰოლივუდის მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ 10 მილიონი დოლარი შესწირა უკრაინას პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. Latestly.com-ის ცნობით, მსახიობის ასეთი გულუხვობა უკრაინის მიმართ შემთხვევითი არ არის, რადგან დიკაპრიოს წინაპრები ამ ქვეყნიდან იყვნენ. მსახიობის ბებია, ელენა ინდენბირკენი, დაიბადა ოდესაში, როგორც ელენა სტეპანოვნა სმირნოვა.იქიდან ისინი 1917 წელს ემიგრაციაში გერმანიაში წავიდნენ სადაც დაიბადა დიკაპრიოს დედა, შემდეგ აშშ-ში გადასახლდნენ. დიკაპრიომ მკაცრად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში - შეუერთდა უამრავ სხვა ცნობილ ადამიანს მთელს მსოფლიოში, რომლებიც უკრაინისთვის შემოწირულობებს აგროვებენ, თუმცა ჯერჯეობით დიკაპრიოს შემოწირულობა უკრაინისთვის რეკორდულია, ჯერ არცერთ ცნობილ პიროვნებას არ ჩაურიცხია ასეთი სოლიდური თანხა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დევიდ ბეკჰემმა და მისმა მეუღლემ, ექს-"სპაის გერლზის" სოლისტმა ვიქტორია ბეკჰემმა .რომლებსაც საკუთარი საქველმოქმედო ფონდი 7 Fund-ი აქვთ 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადარიცხეს უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად. "ქალთა საერთაშორისო დღეს მსურდა გამომეყენებინა შესაძლებლობა და მხარი დავუჭირე ქალებსა და ბავშვებს, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, რომლებიც დაზარალდნენ უკრაინის დამანგრეველი ომით. დღეს მე ვსაუბრობ ზოგიერთ ორგანიზაციაზე, რომლიც დაზარალებულებს სასიცოცხლოდ აუცილებელ დახმარებას და მხარდაჭერას უწევენ“, -აღნიშნა ვიქტორია ბეკჰემმა "ინსტაგრამზე" 701 2-ს მოსწონს
|