x
რატომ არ მოხვდა საქართველო რუსეთის „არამეგობული ქვეყნების სიაში“?
image

მოსკოვმა ორშაბათს, 7 მარტს, განაცხადა, რომ დაამტკიცა იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების სია, რომლებიც „არამეგობრულ ქმედებებს“ ახორციელებენ რუსეთის, მისი კომპანიებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ უკრაინის კონფლიქტის გამო, მკაცრი ეკონომიკური სანქციების ფონზე.

რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, სან-მარინო, მაკედონნია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, იაპონია.


image

სია მოჰყვა 5 მარტის პრეზიდენტის ბრძანებას, რომელიც რუსეთის მთავრობას, კომპანიებსა და მოქალაქეებს უფლებას აძლევს, დროებით რუბლით გადაიხადონ უცხოური ვალუტის დავალიანება "არამეგობრული ქვეყნების" უცხოური კრედიტორების მიმართ. ასეთი გადახდების განსახორციელებლად, მთავრობამ განაცხადა, რომ მოქალაქეებმა უნდა გახსნან რუბლის სპეციალური ანგარიში რუსულ ბანკში, შემდეგ გადარიცხონ უცხოური ვალუტის თანხის რუბლის ექვივალენტი, გადახდის დღეს ცენტრალური ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. თუმცა საგარეო ვალების გადახდის ეს დროებითი შეთანხმება ვრცელდება თვეში 10 მილიონ რუბლზე ($76, 000) გადასახდელებზე.

უკრაინასთან რუსეთის ომს საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, მათ შორის, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ მოსკოვის მიმართ მთელი რიგი ეკონომიკური სანქციები დააწესეს. რუსეთის მიმართ სანქციები დაწესდა როგორვ კონკრეტულ რუსეთის მოქალაქეებზე, ასევე ბანკებზე და სხვა. რა სანქციები დაუწესდა რუსეთს? იხილეთ აქ.

მოცემულ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში საქართველო არ მოხვდა. საქართველო არ სეუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. მოლაპარაკებების შედეგად რუსეთმა ქართულ საწარმოებს რძის პროდუქტების ექსპორტის უფლება მისცა. ამ ინფორმაციამ გამოიწვია ოპოზიციისა და საზოგადოების აღშფოთება რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კონტექსტში. თბილისის მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს კიევში, სადაც საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების ასეთ განვითარებას „ზურგში დარტყმა“ უწოდეს.

image

საქართველოს მოსახლეობა უკრაინის მხარდასაჭერ აქციებს მართავს პარლამენტის წინ. მოქალაქეები აგროვებენ უამრავ საჭირო ნივთია, მათ შორის ტანსაცმელს, ყოველდღიური მოვლის საშუალებებსა და სხვა. საქართველოში უკრაინის დასახმარებლად გაიხსნა უამრავი ანგარიში, სადაც მოქალაქეებს შეუძლით რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სავაჭრო სანქციების ნაწილი გააუქმა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა მიუღებელია, მაშინ როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები რაკეტებითა და ბომბებით უტევს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, კლავენ უდანაშაულო მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს.

image

ასობით ადამიანი დაიღუპა უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო 24 თებერვალს, გაეროს მონაცემებით, რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად მაღალი იქნება. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 1, 7 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პოლონეთს, რომელიც იღებს უკრაინელ მოქალაქეებს და ეხმარება მათ საკვებით, ტანსაცმლითა და მედიკამენდებით.

გთავაზობთ ფოტოებს უკრაინიდან.

image

7 მარტი.ლვოვისკენ მიმავალი მატარებელი, კიევი, უკრაინის სადგური.

image

უკრაინელი ჯარისკაცები ცდილობდნენ სასიკვდილოდ დაჭრილი მამაკაცის გადარჩენას რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც კიევის მახლობლად, ირპინში ნაღმტყორცნი მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფს მოხვდა.


image
უკრაინელი დედა 3 წლის შვილთან ერთად ელოდება ავტობუსს უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მედიკაში, პოლონეთი.

imageimage

ირპინის მაცხოვრებლები დანგრეულ ხიდზე მძიმე ბრძოლებს გაურბიან, როდესაც რუსული ძალები ქალაქში შევიდნენ.





0
148
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
148