x
„უთხარი არა პუტინს“ - უკრაინის მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში საპროტესტო აქციები გაიმართა
image

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დემონსტრანტები შეიკრიბნენ რუსეთის საელჩოებთან. ბევრმა დემონსტრანტმა, მათ შორის უკრაინელმა ემიგრანტებმა, აღმართეს ბანერები, სადაც ეწერა: „უკრაინა წინააღმდეგობას გაუწევს“ და „უთხარი არა პუტინს“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შეადარა რუსეთის შეჭრა ქვეყანაში სამხედრო კამპანიებს, რომლებიც ნაცისტური გერმანიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს განხორციელდა. ”რუსეთი თავს დაესხა უკრაინას მშიშარა გზით, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურმა გერმანიამ გააკეთა, ” - თქვა მან ონლაინ ბრიფინგზე, რომლის დროსაც მან უკრაინელებს მოუწოდა, რომ ”პროტესტი გამოეცხადებინათ ამ ომის წინააღმდეგ”.

გთავაზობთ ფოტოებს დემონსტრანტების, რომლებიც გამოდიან ქუჩებში ლონდონში, ტოკიოში, პარიზსა და ბევრ სხვა ქალაქში.


image

დემონსტრანტს უჭირავს ევროკავშირის დროშა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე, ბარსელონაში რუსეთის საელჩოს წინ.
image დემონსტრანტებს უჭირავთ პლაკატი წარწერით "უკრაინა ჩვენი სახლია" ვენაში, ავსტრია.


image
ესპანეთში, მადრიდში, რუსეთის საელჩოსთან უკრაინელებმა აქცია გამართეს.


image
დემონსტრანტები რუსეთის საელჩოს წინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნორვეგიაში.
პლაკატზე გამოსახულია სტალინისა და პუტინის სახეები, რაც გულისხმობს მათი პოლიტიკური რეჟიმების შედარებასა და მნიშვნელოვანი მსგავსების პოვნას.


image
იაპონელი და უკრაინელი მომიტინგეები ესწრებიან მიტინგს რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინაში, ტოკიოში, იაპონია.


image
საპროტესტო აქცია პარიზში, რუსეთის საელჩოს წინ.


image
დემონტრაცია ჰააგაში, ნიდერლანდებში, წარწერით "მსოფლიომ უნდა შეაჩეროს პუტინი".


image
უკრაინის მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ სტამბოლში, თურქეთში.












0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
76