x
რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში და რა მიზანი აქვს მას?
image

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში ბრძოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. რუსული ძალები უახლოვდებიან დედაქალაქ კიევს, სადაც დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აფეთქებები ასევე განხორციელდა სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში, რომელიც მდებარეობს რუსეთის საზღვართან. ხარკოვში დაახლოებით 1, 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ 14 თებერვალს რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 14 ბავშვი დაიღუპა. ასევე, 1684 ადამიანი, მათ შორის 116 ბავშვი დაიჭრა.

imageუკრაინა, ქალაქი ლვივი, მეტროსადგური, 28 თებერვალი.


რუსეთი და უკრაინა საბჭოთა კავშირის შემადგენელი 15 საბჭოთა რესპუბლიკის ნაწილი იყო. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 24 აგვისტოს. პუტინმა საბჭოთა დაშლას უწოდა კატასტროფა, რომელმაც რუსეთს ჩამოართვა საკუთარი კანონიერი ადგილი მსოფლიოს დიდ ძალებს შორის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნატო გაფართოვდა აღმოსავლეთისკენ, საბოლოოდ მიიღო ევროპული ქვეყნების უმეტესობა, რომლებიც კომუნისტურ რეჟიმში ცხოვრობდნენ. ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, ოდესღაც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, თუმცა შეუერთდა ნატოს, ისევე როგორც პოლონეთი, რუმინეთი და სხვები. შედეგად, ნატო მიუახლოვდა მოსკოვს და ახლა პირდაპირ ესაზღვრება რუსეთს. პუტინი ნატოს გაფართოებას და კონკრეტულად უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას საფრთხისშემცველს უწოდებს რუსეთისთვის. რაც უფრო რუსეთი თავდაჯერებული გახდა და გაძლიერდა სამხედრო თვალსაზრისით, მისი პრეტენზია ნატოს მიმართ კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. 2008 წელს ნატომ განაცხადა, რომ აპირებდა უკრაინის გაწევრიანებას ალიანსში, თუმცა ეს ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად განიხილებოდა.


imageნატო ევროპაში.


გასულ წელს პუტინმა დაწერა გრძელი სტატია, რომელშიც რუსები და უკრაინელები "ერთი ერი" და ისტორიული „რუსული ცივილიზაციის“ ნაწილი იყო, რომელიც ასევე მოიცავს მეზობელ ბელორუსიას. თუმცა უკრაინელები ამას უარყოფენ. პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინა და ბელორუსია კულტურულად და ისტორიულად რუსეთის ნაწილია. მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბელორუსიაზე და რუსეთთან გაერთიანების რაღაც ფორმაზე საუბარი წლების განმავლობაში გრძელდება. ასევე პუტინის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლა 1991 წლის დეკემბერში იყო "ისტორიული რუსეთის დაშლა". ის ამტკიცებდა, რომ თანამედროვე უკრაინა მთლიანად შეიქმნა კომუნისტური რუსეთის მიერ და ახლა არის მარიონეტული სახელმწიფო, რომელსაც აკონტროლებს დასავლეთი. ეს იყო მისი ზეწოლა უკრაინაზე, რომ არ მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2013 წელს, რამაც გამოიწვია პროტესტი უკრაინაში.

რუსეთი ეწინააღმდეგება ნატოს ბაზების განთავსებას მის საზღვრებთან და ითხოვს წერილობით გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით. კრემლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ უკრაინას არასოდეს მიეცეს ნატოში გაწევრიანების უფლება. თუმცა შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ამ მოთხოვნაზე. პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა არასდროს უნდა შევიდეს ნატოში და ასევე ის ხელს უშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. პუტინის თქმით, დასავლეთი ჯერ კიდევ 1990 წელს დაჰპირდა რუსეთს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა „აღმოსავლეთით არც ერთი სანტიმეტრით“, მაგრამ სწორედ ასე მოიქცა და გაფართოვდა. მას სურს, რომ ნატომ თავისი ძალები და სამხედრო ინფრასტრუქტურა მოხსნას წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც შეუერთდნენ ალიანსს 1997 წლიდან. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის ლიდერს სურს ევროპის ხელში ჩაგდება საკუთარი ხედვის მიხედვით, ასევე მან ცხადყო, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, დეკემბერში, რუსეთმა ნატოს და შეერთებულ შტატებს წარუდგინა წერილობითი მოთხოვნები, რომლებიც, მისი თქმით, საჭიროა მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მათ შორის უპირველესია გარანტია იმისა, რომ უკრაინა არასოდეს შეუერთდება ნატოს. რუსეთის უკრაინაშ შეჭრასთან დაკავშირებით, დეკემბრის დასაწყისში პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადყო, რომ მისი ადმინისტრაცია არ განიხილავს ჯარების გაგზავნას უკრაინისთვის საბრძოლველად, რადგან, სხვა მიზეზებთან ერთად, უკრაინა არ არის ნატოს წევრი და არ ეკისრება თავდაცვის ვალდებულება. თუმცა შეერთებულმა შტატებმა გაუგზავნა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, გაზარდა ამერიკული სამხედრო ყოფნა ნატოს ქვეყნებში, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება და 8500 ჯარისკაცი მზადყოფნაში მოამზადა აღმოსავლეთ ევროპაში. შეჭრამდე ბაიდენი დაემუქრა პუტინს „ეკონომიკური შედეგებით, ისეთი როგორიც პუტინს არასდროს უნახავს“. ამის შემდეგ მან დაიწყო სანქციების დაწესება.

image

უკრაინელი სამხედრო მოხალისეები იღებენ იარაღს, 25 თებერვალი.


ნატო არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსი. ის 30 ქვეყანას მოიცავს და მისი მთავარი როლი წევრი ქვეყნების დაცვაა პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით. სწორედ ამიტომ არის უკრაინის მთავარი მოთხოვნა ნატოში გაწევრიანება, რადგან ნატოს ყველაზე მნიშნელოვანი მუხლი არის წევრი ქვეყნების დაცვა, რომელიც გულისხმობს-ნატოს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა ნიშნავს ნატოზე თავდასხმას, ასეთ შემთხვევაში წევრ სახელმწიფოს დაეხმარება მთელი ნატოს ჯარი. უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნაა ნატოში გაწევრიანება, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთის ჯარისგან უკრაინას დაიცავს მთელი ნატოს ჯარი, რომელიც მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს მსოფლიოში. შესაბამისად რუსეთის უკრაინაში შეჭრა აღმოჩნდება არა უკრაინაზე თავდასხმა, არამედ ნატოზე თავდასხმა.

ნატოს განცხადებაში ნათქვამია:“ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, რომელიც განხორციელდა ბელორუსის მხრიდან. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო იერიში, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან. ეს დიდი ხნის დაგეგმილი თავდასხმაა უკრაინაზე, დამოუკიდებელ, მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყანაზე, ეს არის სასტიკი და სრულიად არაპროვოცირებული და გაუმართლებელი. ევროპის კონტინენტზე მშვიდობა მნიშვნელოვნად დაირღვა. რუსეთი, ისევე როგორც ბელორუსია, პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უპირობოდ დაგმოს ეს არაკეთილსინდისიერი თავდასხმა. ამ კონფლიქტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მან უარყო დიპლომატიის და დიალოგის გზა, რომელიც არაერთხელ შესთავაზა ნატომ და მოკავშირეებმა. მან დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მათ შორის გაეროს წესდება. პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაზე თავდასხმის შესახებ არის სტრატეგიული შეცდომა, რომლისთვისაც რუსეთი გადაიხდის მძიმე ფასს, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, მომდევნო წლების განმავლობაში. მასიური და უპრეცედენტო სანქციები უკვე დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ. ნატო გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობასა და უკრაინის მამაც ხალხს, რომლებიც იცავენ სამშობლოს. ჩვენი ფიქრები რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა, დაშავებულთა, დევნილებთან და მათ ოჯახებთანაა. ნატო რჩება ევროპული უსაფრთხოების ყველა ძირითადი პრინციპის ერთგული, მათ შორის, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რადგან ის აგრძელებს საკუთარი თავის დაცვას. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის მის ტერიტორიულ წყლებში. ეს პრინციპული პოზიცია არასოდეს შეიცვლება. ჩვენ განვათავსეთ თავდაცვითი სახმელეთო და საჰაერო ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და საზღვაო აქტივები ნატოს ზონაში. ჩვენ გავააქტიურეთ ნატოს თავდაცვის გეგმები ალიანსის ტერიტორიის უსაფრთხოებისთვის, რომ მოვემზადოთ და რეაგირება მოვახდინოთ საგანგებო სიტუაციის დროს. თავისუფლება მუდამ გაიმარჯვებს ჩაგვრაზე“.

ნატოს თავდაცვითმა ალიანსმა ცხადყო, რომ არ აპირებს საბრძოლო ჯარების გაგზავნას უკრაინაში. წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში გაგზავნეს იარაღი და საველე ჰოსპიტალები, ევროკავშირი კი პირველად თავის ისტორიაში, იყიდის და აგზავნის იარაღსა და სხვა აღჭურვილობას.

image

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე.



0
842
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
842