x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"რომ არ მოგიყვეთ არ შემიძლია“ - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი რუსი პროპაგანდისტი ტელეწამყვანის, ვლადიმერ სოლოვიოვის მიერ გახმოვანებულ კრემლის მორიგ პროპაგანდას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"რომ არ მოგიყვეთ არ შემიძლია. ომის დაწყების შემდეგ რუსული პროპაგანდისტული მედიის თვალყურის დევნებას აუცილებლად ვთვლი. ხოდა, მოკლედ, შემოვარდა დღეს სალავიოვი აქოშინებული სტუდიაში. აი, ის სალავიოვი, კომოს ტბაზე 2 ვილა რომ ჩამოართვა გუშინ იტალიის ხელისუფლებამ.


აქამდე ნაციკებიო, დონბასიო, მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა დავიცვათო, მერე დიდი რუსულ/სლავური სახელმწიფო უნდა აღვადგინოთო, დიახაცო.


ნუ, მოკლედ, ახალი ვერსია აქვთ დღეიდან: იმიტომ შევვარდით უკრაინაში ასე სასწრაფოდ, რომ ატომურ ბომბს ამზადებდნენო. ბირთვული რაკეტა სამ თვეში ექნებოდათო, ჭუჭყიანი ბომბი მგონი უკვე აქვთო, ტასი იუწყება ჩვენს დაზვერვაზე დაყრდნობითო.


2014 წლიდან მუშაობენ ეგენი ბირთვული იარაღის შექმნაზეო, დოკუმენტები ჩაგვივარდა ხელშიო, ნაწილი გაანადგურეს და ნაწილი ლვოვში გააქციესო. მოკლედ, დიდი ეჭვი გვაქვს, უკვე აქვთ ატომური ბომბიო, კვალსაც ვიპოვით მალეო. ახლა ხო გასაგებია რატომ შევიჭერითო.


ჩვენ ადრეც ვლაპარაკობდით ატომურ ბომბებზე, უკრაინა ამზადებსო და დასავლეთს არაფრის არ ჯერა რასაც რუსეთი ამბობო, ხოდა ბეწვზე მივუსწარით ზელენსკის რომ ატომური ბომბი არ დაამზადოსო.


თან შიგადაშიგ რაღაცეებს აყოლებდა, ახლა მსოფლიო კიდევ უარესს გვიპირებსო, ვენესუელადან და ირანიდან აპირებენ ამერიკელები ნავთობის ყიდვას რომ ჩვენ მოგვტეხონო, ახლა ჩვენ ვხდებით ირანიო.


ახლა ვარკვევთო, ატომური ბომბის დამზადებაში ამერიკელები უფრო ეხმარებოდნენ უკრაინას თუ ბრიტანელებიო.



მოკლედ, ძალიან დამძიმდნენ ესენი. ხვდებიან, რომ საკუთარ მოსახლეობას ვეღარ უხსნიან, რატომ ვეღარ უნდა იყიდოს სმეტანა რიგითმა რუსმა პუტინის ბოდივით იმპერიული იდეების გამო, ან რატომ შევარდნენ უკრაინაში, თუ არაფერი გათვლილი არ ქონოდათ, და ახლა გადაწყვიტეს ამტკიცონ, უკრაინაში რომ არ შევჭრილიყავით ზელენსკი ატომურ ბომბს გვესროდაო. უი, თან დაამატა, ზელენსკი სააკაშვილის ხაფანგშიაო გაბმული. მოკლედ, მგონი კობახიძე ყავთ მრჩევლად. ჯერ სად ხართ. დამძიმება მალე ნახეთ." - წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.



0
932
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
932