x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პოლონეთში 25 წლის ქართველი ბიჭი მეუღლემ საწოლში გარდაცვლილი იპოვა
image

პოლონეთში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელის მკვიდრი, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.როგორც ირკვევა იგი მეუღლესთან ერთად ამ ქვეყანაში სამუშაოდ იყო წასული.



25 წლის აბელ (მუკუ) შამათავა მეუღლემ დილას საწოლში გარდაცვლილი იპოვა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცმა კორონავირუსი გადაიტანა და პოსტკოვიდური გართულება ჰქონდა და სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს გახდა.


ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გადმოასვენებენ ცხედარს საქართველოში.



"ღმერთოო ეს რა დაგვმართე, რატომ გამითენე დღევანდელი დღე ჩემი უბოროტო და უკეთილშობილესი ძმა აღარ მყავსს, როგორ ვილაპარაკო ძამიკო შენზე წარსულში, ვერ ვიაზრებ იმას და ვერც ვიჯერებ რომ ჩვენთან აღარ ხარ, მიჭირს უშენობა, როგორ გავაგრძელოთ შენს გარეშე ცხოვრება, მახსოვს პატარები როცა ვიყავით თუ რამე გქონდა მიყოფდი თუნდაც 1 ლუკმა ყოფილიყო უჩემოდ არაფერს ჭამდი და ვჭამდი, არ მინდა ამ რეალობაში ცხოვრება, გული ამომაგლიჯე და თან წაიღე, ჩემი სამარადისო ტკივილი ხარ ძმაო, როგორ ვანუგეშოთ დედიკო, ჯერ ყველაფერი წინ გქონდა, ჩემი ცხოვრებაა ძამიკო, მიყვარხარ და მეყვარები მუდამ ჩემს გულში იქნები და ვერაფერი გააქარწყლებს ამ მოუშუშებელ ტკივილს, მომავალ შეხვედრამდე ჩემო პატარა ძამიკო ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი–წერს გარდაცვლილის და სოციალურ ქსელში.



"ღმერთო რა უბედურებაა, აუფალმა დაუმკვიდორს ცათა სასუფეველი, მიჭირს ამ სიტყვების თქმა, მუკუ მართლაა ძალიან კარგი ადამიანი იყავი.უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი სადაც მართალნი განისვენებენ"



"ღმერთო არვიცი არ მჯერა ჩემო მუკუ არ ვოცი რა უნდა გითხრათ, გული მტკივა"-წერენ კომენტარებში

0
394
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0