x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ელენე ხოშტარია დააკავეს

image

მთავრობის ადმინისტრასციასთან "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ხოშტარიამ ადგილზე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გატანა გააპროტესტა. გამოსვლის ბოლოს მან მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე "კეტჩუპის" მისხმა განიზრახა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს და პოლიციის ავტომობილში ჩასვეს.


დაკავებულები არიან სხვა აქტივისტებიც.


"იმ ფონზე, როდესაც უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ მათ შორის, ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უსაფრთხოებას, აი, ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მჯდომი ხალხი და ბიძინა ივანიშილი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსებთან იმისთვის, რომ პრაქტიკულად, სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველამ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთადახლა ვზრუნავდეთ, რომ მოეხრჩოს რუსული ეკონომიკა, იმიტომ, რომ ეს არის ბოროტების საყრდენი, აქ აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმაზე, რომ კომფორტი შეუქმნან რუსულ ეკონომიკას. თურმე საქართველოს პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე. აი, ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენ სახელმწიფოს "ქართული ოცნების" მთავრობის წევრები, რაც არის პირდაპირ ღიად რუსულ სამყაროშ ყოფნა, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

0
781
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
781
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0