x
image
თეონა გორდეზიანი
აფხაზეთში წელიწადი და სამი თვე ვუწევდით წინააღმდეგობას მტერს ფაქტიურად მარტოები, შიშველი ხელებით
დღეს ყოველი დილა მწარე რეალობაა... სულისშემძვრელი ტკივილია. გრძნობა უცანაური, როცა გეწვის სულიც, გულიც... არსებობ და აგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ განცდით რომ ყოველი დილა უკანასკნელი გათენებული დილა შესაძლოა იყოს...
ეს განცდა ტრიალებს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც...თუ გავიაზრებთ, რომ ცხოვრება წუთიერია და მართლაც ასეა, არ მინდა ადამიანებს ბოროტებაზე საფიქრელად დარჩეს დრო. გაიმარჯვოს სიკეთემ...
მიმდინარე მოვლენებმა ყველას ჩვენი ისტორია გაგვახსენა, სადაც მტერი ისევ იგივეა. სცენარი ძალიან გავს ჩვენს წარსულს, მაგრამ ამის ამსახველი ფოტომასალა არ მოგვეპოვება... ჩვენ დავკარგეთ... ჩვენ დავიკარგეთ...
იმედია ახლაც არ გაიმარჯვებს ტირანი
image
აფხაზეთში წელიწადი და სამი თვე ვუწევდით წინააღმდეგობას მტერს ფაქტიურად მარტოები, შიშველი ხელებით1992-1993 წ.
ეს დღეები ვაკვირდები იმ ისტერიულ ფონს, რომელმაც მთელი სოციალური სივრცე, ტელე და მედია საშუალებები მოიცვა, ვუსმენ დებატებს და ვკითხულობ პოსტებსა და კომენტარებს იმასთან დაკავშირებით თუ რა მამაცი ხალხია უკრაინელები და როგორ მედგრად უწევენ წინააღმდეგობას ოკუპანტს. კი, ნამდვილად ასეა, ნამდვილად თვალსაჩინოა და აღსანიშნავია მათი სიმამაცე და ერთსულოვნება... მაგრამ ამის პარალელურად გამუდმებით ისმის: " აი, ქართველებს რა გვჭირს", " ქართველები ასე ვერ იზამენ " და ა.შ.
განსაკუთრებით აქტიურობენ 18- 20 წლის ახალგაზრდები, ხოდა მათთვის ვისაც არ ახსოვს - ქართველები სწორედ მაგ მტერს აფხაზეთში წელიწადი და სამი თვე სრულიად მარტო ვუწევდით წინააღმდეგობას ( რამოდენიმე ეპიზოდის გამოკლებით - სხვათა შორის უკრაინელები დაგვეხმარნენ როგორც ვიცი გემებით მოსახლეობის გაყვანაში).
უამრავი ვაჟკაცობის მაგალითი აჩვენეს იმ ომში ჩვენმა გმირმა ბიჭებმა და საამაყოა. იქაც იხოცებოდნენ ბავშვები, მოხუცები, იქაც გასწორდა მიწასთან ქალაქები და სოფლები, იქაც გაიყინენ ჭუბერის გზაზე ჩვილები და მოხუცები, იქაც მოყავდა ჩანთით დედას გარდაცვლილი მცირეწლოვანი შვილი, რომ საფლავი მაინც ახლოს ჰქონოდა... იქაც იყო ბევრი ცრემლი და ტკივილი რომელიც არ განელებულა... იქაც იქცა ქალაქები სულების ქალაქებად... იქაც უყვარდათ ... სახლი, ეზო, წინაპართა საფლავი, მეზობელი, სალოცავი... უბრალოდ მაშინ არც ინტერნეტი იყო, არც ვიდეო გადაღების საშუალება, რომ ის კოშმარი და დედების გლოვა მთელს სამყაროს ენახა.... არც ამდენი შეშფოთება იყო და სოლიდარობა... უბრალოდ ზუსტად ისე სტკიოდათ და განიცდიდნენ როგორც დღეს უკრაინაში..... ჩვენი გმირების ისტორიები კი სამწუხაროდ მხოლოდ მეხსიერებას შემორჩა და კარგი იქნება თუ თაობებს უფრო მეტი ეცოდინებათ თავის უახლეს ისტორიასა და გმირებზე... მე მიყვარს ჩემი ნატანჯი ქვეყანა ... მიყვარს და მახსოვს ჩვენი გმირები ... არა ომს .... არა ოკუპაციას ...
0
85
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0