სისხლის სამართალი რა სტატუსის გამო დაიბარა შსს-მ დაკითხვაზე ფეისბუქის მომხმარებელი 2022, 2 მარტი, 13:45
ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკუთარი აზრის გამოთქმის გამო ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 1 მარტს, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას, გამოძიება დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 1989 წელს დაბადებულმა ს.ჯ-მ, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე მთავრობის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ინფრასტრუქტურის დაზიანებისკენ საჯაროდ მოუწოდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით დაიწყო, გამოძიების ფარგლებში დადგინდა მოწოდების ავტორის ვინაობა და ის გამოკითხვის მიზნით პოლიციის შესაბამის დანაყოფში არის დაბარებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.
აქვე, გთავაზობთ სტატუსს, რის გამოც დაიწყო გამოძიება
214 შეფასება არ არის
|