საზოგადოება "1 დღე მირჩევნია თქვენს "ძმაკაცების მოყოლილ" ამბებს ლაჩრებო" - თეა შაყულიაშვილი 2022, 2 მარტი, 10:42 ფეისბუქმომხმარებელი თეა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში იმ ადამიანებზე წერს, რომლებიც სხვადასხვა ეთერში სხედან და ომზე საუბრობენ არა და საერთოდ არავითარი კავშირი არა აქვთ ომთან და სამხედრო გამოცდილებასთან "ცოტა უხერხული ხომ არაა თქვენი მოსაზრებების სმენა? " "ეთერებში" რომ ხალხი დაეხეტება გულზე მჯიღისცემით, იმათთან ასე დაიწყეთ საუბარი, 1992 წელს რამდენი წლის იყავით? ომში იყავით? იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის? აააა, მაშინაც "ეთერში" იჯექით? 2008-ში? ააა, მაშინაც "ეთერში იჯექით"? ცოტა უხერხული ხომ არაა თქვენი მოსაზრებების სმენა? ერთადერთი, ვინც მახსოვს, სულ ახალგაზრდა გიორგი ბარამიძეა, ჩვენ ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვმდგარვართ ერთ მხარეს, მაგრამ მისი ნაბრძოლი 1 დღე მირჩევნია თქვენს "ძმაკაცების მოყოლილ" ამბებს. ლაჩრებო. თავსაც არ მივცემდი ამის დაწერის უფლებას, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები პირველიდან ბოლო დღემდე- ყველა ომში რომ არ ყოფილიყვნენ. "მანდარინებს" რომ ვუყურებ, სულ შენი მონაყოლი მახსენდება Giorgi Kacheishvili რამდენი კვირა ჭამე ის მანდარინი- იმას ვერ ვიხსენებ"-წერს თეა შაყულაშვილი 1289 3-ს მოსწონს
|