პოლიტიკა ბაიდენმა ბირთვული ომის ალბათობას ერთი სიტყვით უპასუხა 2022, 1 მარტი, 18:25
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარყოფითად უპასუხა კითხვას, უნდა ეშინოდეთ თუ არა ამერიკელებს ბირთვული ომის. მისი „არა“ გახმიანდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანების ფონზე, რომ შემაკავებელი ძალები, მათ შორის ბირთვული ძალები, უნდა გადავიდეს სპეციალური მზადყოფნის რეჟიმზე. თეთრი სახლის ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები და რუსეთი დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ბირთვული ომი ყველასთვის დამღუპველი იქნება.
"ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგოს ვინმემ და არასოდეს არ უნდა დაიწყოს.“- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ადრე განაცხადა, რომ ნატო "არასოდეს დამუქრებია რუსეთს და შემაკავებელი ძალების სპეციალურ მზადყოფნაში გადაყვანის ბრძანება არარსებული საფრთხის შექმნისა და აგრესიის გამართლების მიდგომის ნაწილია. 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს დაავალა შემაკავებელი ძალების გადაყვანა საბრძოლო მოვალეობის სპეციალურ რეჟიმში. ამ ძალებში შედის ბირთვული იარაღი, ასევე, ჰიპერბგერითი რაკეტები „კინჯალი“ და „ცირკონი“ და სხვა იარაღები. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთს გარდაუვალ საფრთხედ არ განიხილავს. ამავე დროს, რუსეთის ფედერაციის ქმედებები "საგრძნობლად უფრო აგრესიული გახდა."- დასძინა მან. 501 შეფასება არ არის
|