მსოფლიო "სვერხდერჟავას" უკვე მითოლოგია იკრავს გულში და ჯოჯოხეთიდან მშობლიური გრიშკა რასპუტინი უქნევს ხელს 2022, 28 თებერვალი, 19:17 რუსეთის მსოფლიო - ისტორიული მისია დასრულებულია. "სვერხდერჟავას" უკვე მითოლოგია იკრავს გულში და ჯოჯოხეთიდან მშობლიური გრიშკა რასპუტინი უქნევს ხელს.
ერთადერთ იმედად, როგორც ამბობენ, გაცოფებულ რუსეთს მძლავრი რაკეტული შეტევა რჩება (თუ უფრო მეტისკენ არ წაუცდა ხელი). მაგრამ თუნდაც მოხდეს და უკრაინამ წააგოს ომი (27.02.–ში დავრწმუნდით, რომ NATO–მ გადალახა ყოყმანი და ეს აღარ იქნება), რუსეთის მოჩვენებითი ძლევამოსილება საბოლოოდ დასაფლავებულია, უკრაინა კი სამუდამოდ გამარჯვებული. ეს წაგებაც დროებითი იქნება.
ომამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ მსოფლიოს საქმე ჰქონდა უდიდეს არმიასთან, ახლა კი NATO განცვიფრებული და ყბაჩამოგდებული ხედავს, რომ ეს არმია და იმპერიის საარაკო სამხედრო პოტენციალი პოტიომკინის სოფლის მსგავსად ბუტაფორია ყოფილა მხოლოდ.. გაოცებულმა მსოფლიომ დაინახა არმია, რომლის 90% ბომჟების, ლოთების, ქურდბაცაცებისა და სტალინის დროიდან დატოვებული დამყაყებული ტექნიკისაგან შედგება.
პირველად ვნახეთ არმია სამედიცინო ბატალიონის გარეშე. თუმცა რა მედიცინაზეა საუბარი, ჯარის დიდმა ნაწილმა არ იცოდა, რა ევალებოდათ და სად იმყოფებოდნენ.
ოსვალდ შპენგლერისა არ იყოს, იწყება რუსეთის შეუქცევადი მზის ჩასვენება. ეს ომი კი ისტორიაში დარჩება როგორც მსოფლიოს ყველაზე სამარცხვინო არმიის ყველაზე სამარცხვინო ოპერაცია, უფრო სწორად დეგენერატების გაუაზრებელი და უსცენარო შეჭრა ცივილიზებულ სახელმწიფოში. დაახლოებით ისე, ღორების კოლტი რომ უნივერსიტეტში შეიჭრეს. ტორკვემადას რომ არ ჩაუდენია, ადამიანის ისეთი საზარელი ჯვარცმაც იხილა კაცობრიობამ 21 საუკუნეში და ისიც ევროპის გულში...ოსვენციმი გააცოცხლეს რუსებმა, ბუხენვალდი და მაიდანეკი ერთად.ბავშვების და ქალების ჟლეტა, ტყვეთა თავის კვეთა. მაგრამ ისტორიას იმპერიების ნგრევის საკუთარი კანონები აქვს. გაქრა დიდება, რუსეთისაგან დარჩა უდაოდ გენიალური კონსტრუქციის კალაშნიკოვი და ისიც 40-იან წლებში გერმანიიდან გამოტაცებული ავტომატური იარაღის მამის, დიდი ჰუგო შმაისერისა და მისი კონსტრუქტორების შედევრია...(ასე რომ, როცა ეს იარაღი გიჭირავთ ხელში, არ შეგრცხვეთ - გერმანული ოფლია შიგ ჩაღვრილი).
პუტინს მსოფლიომ ახალი ნიურნბერგი უნდა მოუწყოს და ზუსტად ლენინის მავზოლეუმის წინ უნდა ჩამოახრჩოს საჯაროდ. თოკები აუცილებლად მედვედევს და ლავროვს უნდა დააჭერინონ ხელში, ბრძანება კი პესკოვს გააცემინონ. .
ნატოს და ევროპას შეუძლიათ აღარ ეშინოდეთ რუსეთისა, ამ მხოლოდ ტერიტორიით დიდი და ტვინით პატარა, უჯარო, უნიფხვო და ამწუთას ტოტალურ იზოლაციაში მოქცეული ქვეყნისა. და ეს დაანახა მსოფლიოს რაღაც პერიოდში მარტოდ დარჩენილმა უკრაინამ – გმირი ხალხის ქვეყანამ და სამასი სპარტელის მოდერნ ანალოგმა...
დიდება უკრაინას!დიდება გმირებს! 409 1-ს მოსწონს
|