x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რაში გვჭირდება მსოფლიო თუ რუსეთი იქ არ იქნება ?" - პუტინის მთავარი პროპაგანტისტი ბირთვული ომით იმუქრება(ვიდეო)
image

ვლადიმერ პუტინის „მთავარი პროპაგანდისტი“ დიმიტრი კისელიოვი დასავლეთს ბირთვული განადგურებით დაემუქრა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რომელიც რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში გადასვლას ითვალისწინებს.



ნაციონალურ ტელევიზიაზე საუბრისას ისტერიული ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, ტელეწამყვანმა დიმიტრი კისელიოვმა მაყურებელს აუწყა:


„ჩვენს წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ 500-ზე მეტი ბირთვული ქობინის გასროლა. ეს არის აშშ-ისა და ნატოს ყველა სხვა ქვეყნის განადგურების გარანტია. პრინციპით "რაში გვჭირდება მსოფლიო, თუ რუსეთი იქ არ იქნება?" ..რუსული ბირთვული იარაღის ტრანსპორტირება ხდება მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სტრატეგიული ბომბდამშენებით.



და რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების ხსენების გარეშეც კი, რუსეთის ბირთვული პოტენციალი მსოფლიოში ყველაზე ძლიერია. დღეს ჩვენი რუსული ბირთვული ტრიადა სრულ მზადყოფნაშია. პუტინმა გააფრთხილა [დასავლეთი]. ნუ ეცდებით რუსეთის შეშინებას“.-ამბობს კისელიოვი.


კისელიოვმა თავის გამოსვლაში გაიმეორა პუტინის 2018 წელს წარმოთქმული სიტყვები რომელიც დოკუმენტურ ფილმში "Миропорядок 2018"-ში გააჟღერა:


"თუ ვინმე გადაწყვეტს რუსეთის განადგურებას, ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება ვუპასუხოთ. დიახ, კაცობრიობისთვის ეს იქნება გლობალური კატასტროფა, მსოფლიოსთვის ეს იქნება გლობალური კატასტროფა, მაგრამ როგორც რუსეთის მოქალაქეს, როგორც რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს, მინდა ვკითხო ჩემს თავს: რაში მჭირდება ისეთი მსოფლიო, თუ რუსეთი იქ არ ინება?"


აღსანიშნავია, რომ კისელოვის ამ განცხადებამ თავად რუსებიც შეაშფოთა:

"შეშლილმა კისელიოვმა რუსებს მოუთხრო შესაძლო ბირთვული ომის შესახებ.

უბრალოდ არ მინდა ეს დავიჯერო"-წერს ერთ-ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი


image

1
790
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
790
  
2022, 28 თებერვალი, 19:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1