სხვა რობერტ პატინსონი კრისტენ სტიუარტთან შერიგებას არ აპირებს 2012, 18 სექტემბერი, 0:44 წლევანდელი ზაფხულის ყველაზე დიდი სკანდალი ვამპირული საგას ვარსკვლავის, კრისტენ სტიუარტის ღალატია. მან ყველაზე პოპულარული ბიჭი, 26 წლის რობერტ პატინსონი, 42 წლის რეჟისორ რუპერტ სანდერსში გაცვალა. – არსებობს რაღაცეები, რასაც ვერასოდეს შევეგუები. შემიძლია, ადამიანს ვაპატიო წუთიერი გატაცება, მაგრამ როდესაც ის ორმაგ ცხოვრებას ეწევა, არავითარ შემთხვევაში! ასეთი რამის გაგება არ შემიძლია, მით უმეტეს, პატიება. როგორც აღმოჩნდა, ეს რომანი მაისში დაიწყო "ფიფქიას და მონადირის" საპრემიერო ტურის დროს. მე იმ კატეგორიის ადამიანებს არ მივეკუთვნები, თავს პატარ–პატარა რომანებით რომ ირთობენ. ყოველთვის საყვარელი ადამიანის ერთგული ვარ და მისგანაც იმავეს ვითხოვ.- ამბობს რობერტ პატინსონი ინტერვიუში. 124 6-ს მოსწონს 1-ს არა
|