x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რუსეთის არმიის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მინდა მშვიდობიანი გადაწყვეტა" - თინა კანდელაკი
image

ცნობილი ჟურნალისტი და ბიზნესმენი, ტელეკომპანია ТНТ-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინა კანდელაკი მის გუშინდელ პოსტს გამოეხმაურა, სადაც მას ლანძღვა-გინების კორიანტელი დაატყდა, მათ შორის მშობლიური საქართველოდანაც:


"არც მე, არც ჩემთან ახლოს მყოფი, არც ერთი, ვისაც მეგობრად ან ახლობლად ვთვლი და არც ჩემი თანამშრომლები არ თვლიან ადამიანების სიკვდილს ნორმალურად. ჩემი მესიჯი ასეთი იყო: ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ნებისმიერ კონფლიქტსა და დაპირისპირებაში არის საინფორმაციო ომი.


ახლა ვხედავ, რამდენი ლანძღვა ისმის სოციალურ ქსელებში . მე არ ვსაუბრობ ჩემს მისამრთით თქმულ სიტყვებზე, თუმცა თუ ხელახლა წაიკითხავთ ჩემს წინა პოსტს, ნახავთ, რომ იყო გაფრთხილება ფეიკ ინფორმაციების დაპირისპირების შესახებ და მიუთითებს იმ ადამიანების შეუსაბამობაზე, რომლებმაც მოულოდნელად ერთი უკრაინელი სხვა უკრაინელზე უფრო ძვირფასი აღმოჩნდა. წერტილი. ⠀



დიახ, მე არ ვირჩევ ამ ომში რუსეთის არმიის წინააღმდეგ ვიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მინდა მშვიდობიანი გადაწყვეტა.


მართალია, მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი კიევში და ვიყავი უკანასკნელი ადამიანი ვისაც სურდა უკრაინული მხარის ყველა ინფორმაცია ეჭქვეშ დაეყენებინა.


იმ⠀ აგრესიის რაოდენობა, რომელიც გუშინ მე და ჩემს ოჯახს დაარტყა, გასაგებია, მაგრამ უკიდეგანო. ვწუხვარ, თუ ვინმეს გრძნობები თუ გავაუფასურე, თუ ვინმე შეურაცხყო ჩემმა ფორმულირებამ. ⠀

მაგრამ არ მგონია, როცა ადამიანს აზრის გამოხატვის გამო ჯვარს აცვამთ, მშვიდობისკენ ნაბიჯს ვდგამთ. არა, ასე არ ვაკეთებთ. ეს კიდევ ერთი ომში გამოწვევაა" - წერს სოციალურ ქსელში თინა კანდელაკი.


გუშინ უკრაინაში გაჩაღებულ ომის შესახებ თინა კანდელაკმა შემდეგი პოსტი გამოაცხო:

"როდესაც თქვენ სოციალურ ქსელები კითხულობთ შემდეგი შინაარსის სტატუსებს: „საშინელებაა, როგორ მრცხვენია რუსეთის ქმედების გამო, როგორ მებრალებიან უკრაინელები, კითხეთ ამ დამცველებს, რა სიტყვებით ამართლებენ დონბასში უამრავი ადამიანის გარდაცვალებას? იმას, რაც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ვიხილეთ…დარწმუნებული ვარ, გაოცდებით. იქნებ იქ „არასწორი“ ხალხი დაიღუპა? ახლა უკვე ნათელია, თუ ვინ არის ნამდვილი მოღალატე.


ნუ დაუჯერებთ ფოტოებს და ვიდეოებს ტყვეების შესახებ. უკვე მრავლად გვაქვს შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, უკრაინულ სამხედროფორმიან პირებს გადაცმული აქვთ რუსული ტანსაცმელი…ეს სასაცილოა, მაგრამ, ყველას არ ესმის…


ვრცელდება რგოლებიც, სადაც ისმის გოდება და წამოძახილები: „აი, ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ – ეს არის ვირუსი, რომელიც შექმნეს მათ, ვისაც თქვენი შეცდომაში შეყვანა სურთ. ასეთი ყალბი ინფორმაციის შემქმნელებმა შესანიშნავად იციან, ყველა მტკივნეული წერტილი…

შეეცადეთ ცივი გონება შეინარჩუნოთ და არ ჩაეწეროთ ანგლო-საქსური პროპაგანდის მსხვერპლთა რიგებში. ზოგჯერ ჯობია საკუთარ თავს უთხრა: მე არაფერი ვიცი, ვიდრე დაიჯერო შენთვის შექმნილი ტყუილის"

2
1384
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1384
  
2022, 28 თებერვალი, 12:43
პრასტიტუტკა!
2022, 27 თებერვალი, 18:58
პროპაგანდას ორივე მხარე მიმართავს ასეთ დროს და აქ მართალია,მარა ამის პუტინისტი დედაც მოვ... და ამის ნაირების რუსეთში და საქართველოშიც
0 1 2