x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"ყველა ძალიან ბანძები ხართ... თქვენ ვინ მოგცათ ამის უფლება?"- რამ აღაშფოთა მაკა რაზმაძე

image


ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტს ავრცელებს და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს ვინც გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართული უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია, ნინო ქათამაძისა და ნიკოლოზ რაჭველის მიერ გამართული კონცერტის გამო გააკრიტიკა.


"ხმა საქართველოდან" – ასე ერქვა, უკრაინის მხარდამჭერ საღამოს, რომლის ორგანიზატორებიც ელენე ხოშტარია და სოფო ჭყონია იყვნენ. მოქალაქების მხრიდან აღნიშნულ ღონისძიებას დიდი კრიტიკა მოჰყვა, უმრავლესობა მათგანმა საომარი ვითარების დროს კონცერტის გამართვა სრულიად გაუმართლებლად მიიჩნია.


"ყველა ძალიან ბანძები ხართ ვინც ახლა შარებს ეძებთ და ადამიანებს ჩასაფრებული პოზიციიდან ზურგში ურტყამთ. ვინ მოგანიჭათ ერთპიროვნულად უფლება რომ მხოლოდ თქვენ შეგტკივათ გული მშვიდობაზე ან საკუთარი და ან მეგობარი ქვეყნის მშვიდობიან მომავალზე?


როგორ კადრულობთ რომ ადამიანებს ლანძღავთ იმის გამო, როგორც ესმით და როგორც შეუძლიათ ისე რომ გამოხატავენ საკუთარ გულისტკივილს?! თუ ტყვია ვინმეს არ კლავს და სახეებზე ცნობს ვის მოხვდეს და ვის არა? სოლიდარობის უფლებას რატომ ართმევთ სხვა ადამიანებს? თქვენ ვინ მოგცათ ამის უფლება?


ზუსტად ამიტომაცაა სულ რომ გვერევა მტერი და მერე, ომებში არც ერთი თქვენგანი აღარსად აღარ მხვდება ხოლმე!


დაინდეთ ერთმანეთი!სულ მტერს ნუ ეძებთ საკუთარ თანამოქალაქეებში ! ეს არ ამაღლებს თქვენს პატრიოტიზმს, პირიქით ამით ჩანს როგორ ფეხებზე გკიდიათ სინამდვილეში სამშობლოც და სხვა ყველაფერიც.სულ მოღალატეების ძახილი როგორ არ მოგბეზრდათ?"- წერს მაკა რაზმაძე.



0
920
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
920