სხვა ვინ არის უკრაინელი ქალი, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა 2022, 25 თებერვალი, 20:01 უკრაინელი ქალის ფოტოები და ვიდეო, რომელიც სახლიდან გამოვიდა დასისიხლიანებული, მაგრამ ცოცხალი რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უცებ იქცა საკულტოდ და მოიარა მსოფლიო მედია .
53 წლის სკოლის მასწავლებელმა ოლენა კურილომ ნახა, რომ მისი სისხლიანი სახე გახდა არქეტიპული სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან. ხუთშაბათს ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში, ჩუგუევოში (ხარკოვი) დანგრეული სახლის წინ გადახვეული სახით საუბრისას, ქალმა განაცხადა, რომ "ძალიან გაუმართლა" და აღიარა, რომ " უნდა ჰყავდეს მფარველი ანგელოზი", რადგან თავდასხმას გადაურჩა. ქალი ბუნებისადმი დიდი სიყვარულის დემონსტირებას ახდენს პუტინის შემოსევამდე საყვარელი ფოტოების ნაკრებში.როგორც ირკვევა იგი ყვავილების და მცენარეების დიდი მოყვარული და კოლექციონერია. "მე არასდროს მიფიქრია, რომ ეს მოხდებოდა, მე არასდროს მიფიქრია, რომ ეს მოხდებოდა ნამდვილად ამ ცხოვრებაში, ვწერდი ლექსებს ომზე, მე თვითონ რეჟისორ-ქორეოგრაფი ვარ და პედაგოგი, ჩვენ ვსწავლობდით ისტორიას და ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს მოხდებოდა ჩვენს მიწაზე.სახლი მთლიანად დანგრეულია, არა აქვს კარები, შესასვლელი კარი გაფრინდა, იატაკი და ლინოლიუმი მთლიანდ ჩაინგრა, უბრალოდ გამიმართლა, ალბათ ძლიერი მფარველი ანგელოზი მყავდა..მე ფეხზე დავდგები, წავალ და ყველაფერს გავაკეთებ უკრაინისთვის, სადამდეც შემეძლება და სადამდეც ძალა მეყოფა..მხოლოდ სამშობლოსთვის და მხოლოდ უკრაინისთვის" -განაცხადა ოლენა კურილომ. 1114 4-ს მოსწონს
|