ფოტოგრაფია სარეკლამო ფოტოები – რა ხდება კადრ მიღმა? 2022, 12 მაისი, 9:28 ჩვენს დროში, სოციალურ ქსელებში კარგი ფოტოს დასადებად, ადამიანები ბევრ რამეზე არიან წამსვლელები. ხან რისკი იმდენად დიდია, რომ შეიძლება, სელფის გადაღება, ტრაგიკულადაც კი დამთავრდეს. თუმცა, ისეთი ადამიანებიც არიან, სამყაროს, თითქოს და, სხვა თვალით ხედავენ – უფრო ლამაზს, ვიდრე სინამდვილეში არის, უფრო საინტერესოს, უფრო უცნაურს... მაგ., ბრაზილიელი ფოტოგრაფი ჟილმარ სილვა კასკაველის პროვინციაში ცხოვრობს, სადაც ყველა ყველას იცნობს და ეს მხარე არც ღირსშესანიშნაობებით არის მდიდარი. მოკლედ, ფოტოგრაფისთვის მუშაობა ამ პირობებში, თითქოს, ადვილი არ უნდა ყოფილიყო... დიდი ხნის მანძილზე, სილვა, ისე როგორც მისი კოლეგები, ქორწილებს და საოჯახო წვეულებებს, მომავალ დედებს და ბავშვებს იღებდა. თუმცა, სოციალურ ქსელებში მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. საიდან? პასუხი მარტივია: რამდენიმე წლის წინ, მან თავისი ფოტოების გამოქვეყნება პოპულარული ფორმატით დაიწყო: «რედაქტირებამდე» და «რედაქტირების შემდეგ» და იმის დემონსტრირება მოახდინა, თუ რა ხდება «გლამურული» კადრებს მიღმა. პროვინციელი ფოტოგრაფის წყალობით, ფოტომოყვარულებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ლამაზი ფოტოს გადაღება გზის პირასაც შეიძლება... რომ მხოლოდ კადრის სწორედ შერჩევა და რაკურსის არჩევა არის საჭირო. ხოლო, თუ საჭირო გახდა, Photoshop–ში ზედმეტი რაღაცეების წაშლა. მთავარი კი, – ფოტოს ჩამოჭრა არის და მაშინ, ნებისმიერი ლოკაცია ზღაპრული გახდება. ამ ფოტოზე ყველაფერი ბუნებრივია. ხოლო, შემოდგომის ფოთოლცვენა, ფოტოგრაფის ასისტენტის მოწყობილია ეს კი გლამურული ფოტოა საახალწლო ნათებით ასეთი ფოტოს გადასაღებად კი, დრო იმდენია, რამდენ ხანსაც შუქნიშანზე «მწვანე» ანთია... ფოტოგრაფის ობიექტივში ჭუჭყიანი წყლის სანიაღვრე არხიც კი, ლამაზ მდინარედ გამოიყურება ხანდახან, კარგი კადრის გადასაღებად, თავად უწევს ტალახში დასვრა ნებისმიერი ბუჩქი გამოდგება, სოციალური ქსელებისთვის შედევრის შესაქმნელად მსგავსი ფოტოს გადასაღებად კი, ყვავილის მინდორი სულაც არ არის საჭირო როგორც ჩანს, ფოტოგრაფი გუბეებისადმი გულგრილი არ არის... ეს კი, ფოტოგრაფის მიერ შექმნილი სოფლის იდილიაა. «შექმნილი», იმიტომ რომ, ფოტო ქალაქის პარკშია გადაღებული ასე შეიძლება, გზის პირას ამოსული მცენარეები, ყვავილიან ველად იქცეს მოკლედ, უნდა ვაღიაროთ, რომ მთავარი ადამიანის ხედვაა. გლამური კი, იყო, არის და მომავალშიც იქნება! თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:* როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს და რა ხდება კადრს მიღმა (25 ფოტო)* 18 საუკეთესო პოზა სელფისთვის* კადრები, რომლის გადამღები ფოტოგრაფები ჯილდოს იმსახურებენარხის სხვა სიახლეები:* როგორ გამოიყურებოდნენ სხვადასხვა ასაკში ვარსკვლავები, რომელთა სილამაზე წლებთან ერთად არ გამქრალა* მთავარი რაკურსია – ფოტოები რედაქტირების გარეშე (ნაწილი – III)* გამორჩეული სილამაზის ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან... და არანაირი ფოტოშოპი!* 20 ფოტო რუბრიკიდან – "წარსულის სილამაზე"* II მსოფლიო ომში გერმანიის მარცხის მთავარი მიზეზები* ფოტოები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს* როგორ დაამტკიცა ი. ნიუტონმა ღმერთის არსებობის ფაქტი* გაიცანით, სერჟანტი სტაბი — გმირი ძაღლი, რომელმაც არაერთი ადამიანი გადაარჩინა320 3-ს მოსწონს
|