როგორც მოგეხსენებათ ცნობილ და ბევრისთვის საყვარელ მსახიობებს, რობერტ პატინსონს და კრისტენ სტიუარტის შორის მოხდა განხელთქილება, რის შედეგადაც რობერტ პატინსონი დიდი ხანი არ ჩანდა. რობერტ პატინსონი ძალიან ნერვიულობდა მომხდარ უთანხმოებაზე ( როგორც იცით კრისტენ სტიუარტმა უღალატა რობერტ პატინსონს ) და რამოდენიმე ხანი განმარტოვდა და სად იმყოფებოდა არავინ არ იცოდა. ასევე მას ტელეფონიც გამორთული ჰქონდა და ვერავინ ვერ უკავშირდებოდა. რობერტ პატინსონმა ასევე უარი განაცხადა შეესრულებინა თავისი როლი ფილმში "ბინდი - ნაწილი მეორე".
მსახიობები რობერტ პატინსონი და კრისტენ სტუარტი შერიგდნენ. ვამპირული საგის "ბინდის" ვარსკვლავმა გააცნობიერა, რომ კრისტენი სტიუარტის "გარეშე ცხოვრება არ შეუძლია" და დრამატული სცენებისა და ცრემლიანი მონანიების შემდეგ გადაწყვიტა, მოღალატე შეყვარებულს მეორე შანსი მისცეს.
შერიგებული წყვილი ერთად ფილმის - "ბინდი- ნაწილი მეორე" პრემიერაზე მივა. პრემიერა ნოემბერში გაიმართება.
წელს, ივლისში, მას შემდეგ, რაც სტუარტის 41 წლის რეჟისორთან, რუპერტ სანდერსთან რომანის შესახებ გახდა ცნობილი, პატინსონმა საკუთარი ნივთები მოაგროვა და სახლი, რომელშიც შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა, დატოვა. სტიუარტის საჯარო ბოდიშმა არ გაჭრა, რამდენიმე თვის განმავლობაში პატინსონს მასთან ურთიერთობა არ სურდა.