x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რუსეთს ფეხებს ვერ მოჭამს ვერავინ ამ რეგიონში! ეს კიდევ კაი ხანს ასე იქნება"-რაზე დებს სანაძლეოს ბაკურ სვანიძე?
image

"დ ე დ ა ს გ ა ფ ი ც ე ბ თ! ამჯერად უკვე მართლა ჩემს ზოგიერთ კარგ მ ე გ ო ბ ა რ ს ვეკითხები - მართლა ამ დონის გ უ ლ უ ბ რ ყ ვ ი ლ ო ე ბ ი ხართ ხალხო???? "პ უ ტ ი ნ ი დაღუპავს ამ ქმედებებთ რ უ ს ე თ ს" "აგერ, გ ა ზ პ რ ო მ ი ს აქციები დაეცა, ნახეთ ახლა რა მოუვა რუსეთს, გაანადგურებს ქვეყანას ეს გიჟი" და სხვა მსგავსი უამრავი პოსტი ვნახე... ასე თუ ისე პატივს რომ ვცემ ეგეთ ხალხთან...



ჩემო "ძ ა ა ნ ე ქ ს პ ე რ ტ ო" მეგობრებო! თქვენ მართლა პუტინზე და მის საკმაოდ ვრცელ ა ნ ა ლ ი ტ ი კ უ რ ჯგუფში შემავალ "საუკეთესო ტ ვ ი ნ ე ბ ზ ე" უფრო მაგარი ანალიტიკოს-ექსპერტები გგონიათ თავი? პუტინი სანამ ერთ ტყვიას გაისროდა, უკვე ზუსტად იცოდა, "გაზპრომის" აქციებს რა დაემართებოდა, რომელი ვალუტა რამდენიც აიწევ-დაიწევდა და ა.შ. ბიჯოოოო, რა გულუბრყვილობაა, იმის არ იყოს, 90-ან წლებში რომ დაგვაჯერეს - რუსები არხეინი ხალხია, კრემლში ვიღაც ვანია დ ა თ ვ რ ე ბ ა, მოუფრენს და გაისვრის ბ ო მ ბ ს, ეგაა მაგათი ომიო!



და ბევრს მართლა სჯეროდა ამის... ეგ კი არა, თავის დროზე "ექსპერტმა" ზ ა ქ ა რ ე ი შ ვ ი ლ მ ა გაოცებულმა განაცხადა - "როგორც ჩანს, რუსეთი ვიდრე რამე ნაბიჯს გადადგამს, ყველაფერს წინაწარ თვლიან კრემლშიო" - როგორც ჩანსო! გაიგეთ თქვენა? გ ა უ კ ვ ი რ დ ა! რაც შეეხება იმას, რომ ამერიკა-ევროპა რუსეთს ახლა საბოლოოდ მ ო ს პ ო ბ ს და ასე შემდეგ...



2008 წელს მაგ თემაზე 4 კაი მ ა ზ ი ა ნ ი მოვიგე! რომ შემოვარდნენ გ ა ხ ა რ ე ბ უ ლ ე ბ ი ჩემი თანამშრომელ-მეგობრები - აი, რამხელა შეცდომა დაუშვა რუსეთმა რომ შემოიჭრა საქართველოში, ახლა ნახე მაგ რუსეთს ე ვ რ ო პ ა რას უზამსო!


კაი, ბიჯო, რა გულუბრყვილოები ხართ, მაგის გჯერათ - თქო? ვკითხე... აბა, რას ფიქრობო? რას იზამს ევროპაო? ა რ ა ფ ე რ ს - მეთქი! და კაი რაო, რეებს ამბობო და ს ა ნ ა ძ ლ ე ო დამიდეს, რომ ეს იყო რუსეთის ბოლო წუთები... დანარჩენი იცით ხო? ისევე, როგორც 2004 წლიდან ვამბობდი - ამათმა, ანუ "ნ ა ც ე ბ ი ს" მთავრობამ ასე თუ გააგრძელა, რუსეთი არათუ სოხუმს და ცხინვალს წაიღებს,
არამედ თ ბ ი ლ ი ს ს დაბომბავს თქო და დამცინოდნენ...



რუსეთს ფეხებს ვერ მოჭამს ვერავინ ამ რეგიონში! ეს კიდევ კაი ხანს ასე იქნება... არ დამიწყოთ ახლა - "აუ, რუსეთი თუ ასე გ ი ყ ვ ა რ ს, ბარემ რუსეთის დ რ ო შ ა დადე ქავერზეო" - ს ი მ ა რ თ ლ ი ს თ ვ ი ს თვალის გასწორება არაა რომელიმე ქვეყნის "სიყვარული" ეგრე, იგივეს ვამბობ - ა მ ე რ ი კ ი ს კონტინენტის სიახლოვეს ფეხებს ვერ მოჭამს ვერავინ ამერიკას! ჰა, რა ვქნა ახლა ვისი დროშა დავაყენო?



აი, მასე პ რ ი მ ი ტ ი უ ლ ა დ რომ აზროვნებთ, იმიტომ არის ჩვენი საქმე "კარგად"! თუ ვინმეს ახლაც უნდა მაზიანი, მზად ვარ - რუსეთს ფეხებს ვერ მოჭამს ვერავინ! ერთგან წავიკითხე - "მთელ მ ს ო ფ ლ ი ო ს პუტინი ო მ ს ვერ მოუგებსო!" - კი მაგრამ, სად დაინახეთ, პატივცემულებო "მ ე ო მ ა რ ი მსოფლიო"?



მიყვარხარ თ... სულლ..."წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და პოეტი ბაკურ სვანიძე.

0
730
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
730
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0