საქართველო "საქართველომ ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს უკრაინის ფაშისტური ხელისუფლებისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა" - ვალერი კვარაცხელია 2022, 24 თებერვალი, 18:05
"სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებები საქართველოს ხელისუფლებამ, გონიერების ნასახი თუ გააჩნია (რაშიც ეჭვი მეპარება), დღესვე უნდა გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. უნდა შეაჩეროს ქართული (ამერიკული) ტელეარხების საქმიანობა და ქართველ ვაიჟურნალისტებს (დასავლეთის "მეხუთე კოლონას") აუკრძალოს სიცრუისა და პროვოკაციული ინფორმაციების გავრცელება.
ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს უკრაინის ფაშისტური ხელისუფლებისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა. სასწრაფოდ უნდა აუწყოს რუსეთს საკუთარი გადაწყვეტილება დასავლურ კურსზე (ნატოზე) უარის თქმის შესახებ. სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ვერ დარჩება მოვლენებისგან მოწყვეტით, აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით..."
შეგახსენებთ, 24 თებერვალს. გამთენიისას 04:30 წუთზე, მოსკოვმა უკრაინაზე სამხედრო შეტევა განახორციელა, აფეთქებები იყო აეროპორტებში და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უკრაინის სულ მცირე შვიდ ქალაქში. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „საგანგებო“ ოპერაციის ბრძანება გასცა, უკრაინის „დემილიტარიზაციის“ საბაბით.
1165 2-ს მოსწონს 2-ს არა
|