x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ირანელი პატიმარი მოკვდა მას შემდეგ, რაც უთხრეს, რომ სიკვდილით აღარ დასჯიდნენ
image

55 წლის ირანელ მსჯავრდებულს სასიკვდილო გულის შეტევა დაემართა მას შემდეგ, როდესაც გაიგო, რომ მას სიკვდილით აღარ დასჯიდნენ 18 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისთვის, რადგან მსხვერპლის ახლობლებმა აპატიეს.


ირანის სახელმწიფო გაზეთის Hamshahri-ს ცნობით, მამაკაცი, რომელიც იდენტიფიცირებულია მხოლოდ აკბარის სახელით და სამხრეთ ირანიდან იყო, ხელისუფლებამ ოთხ სხვას პიროვნებასთან ერთად დააკავა განზრახ მკვლელობისთვის.


აკბარი და მისი თანამზრახველი, სახელად დაუდი, გაასამართლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაუდი სიკვდილით დასაჯეს და აკბარსაც იგივე ბედი ელოდა.



მისი ოჯახის თქმით, აკბარმა, რომელიც მკვლელობის დროს 37 წლის იყო, სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი სიკვდილით დასჯის შიშით გისოსებს მიღმა გაატარა ბანდარ აბასის ციხეში.


წლების განმავლობაში სტრესულმა მდგომაროებამ აკბარს სხვადასხვა დაავადებები განუვითარა. ირანული გამოცემის ცნობით, აკბარი მუდმივ ტერორში ცხოვრობდა, რასაც ნებისმიერ მომენტში შეეძლო სიკვდილის გამოწვევა.


კაცი ნერვიულობდა ყოველ ჯერზე, როცა ციხეში ხმამაღლა მოლაპარაკე აცხადებდა, რომ სიკვდილით დასჯის მისი რიგი დადგა.


მაგრამ ქვეყნაში დავების განმხილველმა საბჭომ მოახერხა დაარწმუნებინა მსხვერპლის ახლობლები, შეეწყალებინათ მამაკაცი, რის შედეგადაც იგი გაათავისუფლეს.

მოხსენებებში ნათქვამია, რომ მსხვერპლის ოჯახმა თავდაპირველად უარი თქვა მის გათავისუფლებაზე, მაგრამ როგორც კი შეიტყვეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დათანხმდნენ.



თუმცა აკბარმა როგორც კი გაიგო გათავისუფლების შესახებ, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცივლა ისე, რომ თავისუფლება ვეღარ იხილა.

0
376
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0