x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
რა სანქციები დაუწესდა რუსეთს?
image

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს, 21 თებერვალს, აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. რუსეთის ლიდერმა ასევე ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლითაც სამხედრო ძალები რეგიონში "სამშვიდობო" მიზნებისთვის შევიდნენ. ოფიციალური აღიარება აღნიშნავს მნიშვნელოვან ესკალაციას, რაც ნიშნავს, რომ დასრულდება შვიდწლიანი სამშვიდობა შეთახმება-მინსკის შეთანხმება. დასავლეთმა, იაპონიამ და ავსტრალიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში ჯარების შეყვანის გამო.


image


უკრაინა

უკრაინელი სამხედროები 10 თებერვალს, აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონში, დონეცკში, წვრთნები ჯავშანტექნიკაზე.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, კანადამ და იაპონიამ დაუწესეს სანქციები რუსულ ბანკებსა და სხვადასხვა პირებს. ხოლო გერმანიამ შეაჩერა რუსეთიდან გაზსადენის მთავარი პროექტი ევროპაში.

უკრაინა16 თებერვალს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე 200 მეტრის სიგრძის უკრაინის დროშა იშლება "ერთიანობის დღის" აღსანიშნავად, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა.


image

პუტინი 21 თებერვალს მოსკოვში ხელს აწერს დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების განკარგულებებს.



ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის ფინანსური მომსახურების სექტორის ნებისმიერ ინსტიტუტზე. რუსეთის ყოველდღიური სავალუტო ოპერაციების 80%-ზე მეტი და მისი ვაჭრობის ნახევარი აშშ დოლარში ხდება. სანქციები ასევე ვრცლდება ქვეყნის „ელიტებსა“ და მათ ოჯახებზე.

რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ასევე მუშაობს დიდი ბრიტანეთი. სამშაბათს, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა სანქციები ხუთი რუსული ბანკის წინააღმდეგ, რომლებიცაა Rossiya Bank, IS Bank, General Bank, Promsvyazbank და Black Sea Bank. ასევე ბრიტანეთი აცხადებს სანქციებს სამი რუსი მილიარდერის წინააღმდეგ, რომლებიც არიან გენადი ტიმჩენკო, ბორის როტენბერგი და იგორ როტენბერგი. როტენბერგები არიან SGM Group-ის თანამფლობელები, რომელიც აწარმოებს ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურას. ტიმჩენკო არის კერძო საინვესტიციო ფირმა ვოლგა ჯგუფის მფლობელი. ტიმჩენკო არის მილიარდერი ბიზნესმენი და პუტინის ახლო მოკავშირე, ასევე როსია ბანკის მთავარი აქციონერი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დაადანაშაულა 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის დესტაბილიზაციის მხარდაჭერაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჩვენ მივეცით პუტინს ყველა შესაძლებლობა, რათა განეხორციელებინა თავისი მიზნები მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური გზით“.

რაც შეეხება გერმანიას, კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა რუსეთიდან Nord Stream 2 გაზსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერება.მან ეს ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოფიციალურად აღიარა ორი სეპარატისტული რეგიონი აღმოსავლეთ უკრაინაში და გაგზავნა იქ ჯარები. ეს პროცესი არის მომგებიანი გარიგება მოსკოვისთვის, თუმცა აშშ აკრიტიკებს რუსეთის ენერგეტიკაზე ევროპის დამოკიდებულების გაზრდას. 11, 6 მილიარდი დოლარის პროექტი რუსული სახელმწიფო გაზის „გაზპრომის“ საკუთრებაა. Nord Stream 2 არის 1200 კილომეტრიანი მილსადენი ბალტიის ზღვის ქვეშ, რომელიც გაზს სანქტ-პეტერბურგის მახლობლად რუსეთის სანაპიროდან გერმანიაში ლუბმინამდე მიიყვანს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მანამდე პირობა დადო, რომ დახურავს Nord Stream 2-ს, თუ მოსკოვი შეიჭრება უკრაინაში და თქვა: „გპირდებით, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“.

გერმანია

უკრაინის პარლამენტმა დააწესა სანქციები 351 პირზე, მათ შორის დეპუტატებზე, რომლებიც მხარს უჭერდნენ სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას და რუსული ჯარების გამოყენებას აღმოსავლეთ უკრაინაში. სანქციები ზღუდავს თითქმის ყველა შესაძლო სახის საქმიანობას, კერძოდ, უკრაინაში შესვლის აკრძალვას, ასევე კრძალავს კაპიტალზე, ქონებაზე, ბიზნესის ლიცენზიებზე წვდომას.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 351 რუს პოლიტიკოსს, რომლებმაც ხმა მისცეს უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარებას, ასევე 27 სხვა რუს ოფიციალურ პირსა და ინსტიტუტს თავდაცვისა და საბანკო სექტორიდან.

რაც შეეხება იაპონიასა და ავსტრალიას, მოცემულმა ორმა ქვეყანამ გამოაცხადა მკაცრი ჯარიმების დაწესება უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მონაწილე პირებზე. იაპონიის სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას და გარკვეული რუსი პირების აქტივების გაყინვას, ასევე იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მორისონმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა ფაქტობრივად დაწყებულია. ეს შეჭრა არის გაუმართლებელი, დაუსაბუთებელი, არაპროვოცირებული და მიუღებელია. მორისონმა თქვა, რომ მიზანმიმართული მოგზაურობის აკრძალვები და ფინანსური სანქციები დაწესდება რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს რვა პირზე, რომლებიც „ეხმარებიან და ხელს უწყობენ“ შეჭრას.

image22 თებერვალი, უკრაინა, დონეცკი.


image

19 თებერვალს რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების დროს ბელორუსიის თავზე გამანადგურებელი თვითმფრინავები დაფრინავენ.




0
139
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
139