x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
რა შეემთხვა ვიკა ბუკიას კაცების ტუალეტში? - „ვიკივლე ჩემი სურვილები“
image


გუშინ მსოფლიოში უჩვეულო დრო დადგა 22.02.2022 წლის 22:22 საათზე. ბევრი თვლიდა, რომ თუ სურვილის ჩაფიქრებას მოასწრებდი, ის აუცილებლად ახდება.


ამ რიტუალთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია შეემთხვა პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლეს, ტვ პირველის ჟურნალისტს, ტელეწამყვან ვიკა ბუკიას.


“დღეს სამსახურში 22:22-მა რო ჩამოკრა, იკივლეს, არიქა ხმამაღლა უნდა თქვათ სურვილიო. ყველა სადღაც გავარდა. და მეც ავყევი, რა ვიცი, დავრბოდი მთელს ტელევიზიაში, ყველგან ვიღაც იყო, მომერიდა ახლა სხვების თვალწინ ხავილი რომ მინდა ჯანმრთელი ოჯახის წევრები, კაი ქვეყანა და ბევრი ფული, თან ცოტა რომ გიტყდება მკითხაობაში რომ ხარ ჩართული თუ რაღაც, ვეცი უცებ ტუალეტს, რაც დავინახე ეგ იყო, შევვარდი დაფეთებული და ვიკივლე ჩემი სურვილები, მოვასწარი. გაიღო კარი, გამოჩნდა ბატონი ლევანი:


“შეგეძლო ეს ყველაფერი ქალების ტუალეტში გენატრა, ვიკა.” - წერს ჟურნალისტი და პროდიუსერ ლევან კირვალიძეს გულისხმობს.


„ისე გამოთქმით ამბობდა, ლამის ჩემიც ვათქმევინე... მაგ დროს სულ არ მახსოვდა სურვილები, ბაიდენზე ვფიქრობდი - რას შვრება ეს კაცი რა ვერ გამოვიდა-თქო, “ - პასუხობს ლევან კირვალიძე.


0
538
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0