x
"ვინ იცის, რა მოხდება ნატო-ს 28-30 ივნისის სამიტზე მადრიდში?" - ალექსანდრე ლომაია
image
ეროვნული
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ლომაია სოციალურ ქსელში დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „დასავლეთმა რუსეთის გამოწვევა მიიღო და ჭეშმარიტების მომენტი დადგა“.


„წილი ნაყარია


გუშინ, 2022 წლის 21 თებერვალს, რუსეთის იმპერიამ თავისუფალ სამყაროს ხელთათმანი ესროლა. დღეს დასავლეთმა გამოწვევა მიიღო.


ამერიკამ რუსეთს მთლიანად მოუჭრა წვდომა დასავლეთის ფინანსურ ბაზრებთან სახელწმიფო ვალის დასაფინანსებლად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამერიკამ რუსეთის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა აკრძალა. ამერიკამ ასევე სრულად დაბლოკა რუსეთის ორი მსხვილი ბანკი, რომლებიც მუშაობდნენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან. სანქციები დაუწესდა აგრეთვე პუტინის უახლოეს გარემოცვას და მათი ოჯახის წევრებს. ეს მხოლოდ დასაწყისია.



ამერიკა დამატებით ძალებს გადაისვრის ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში, და გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას.

ბაიდენმა შეასრულა თავისი პირობა - გერმანიამ რუსული არსენალის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, „ნორდსტრიმ-2“ შეაჩერა.


ბრიტანეთმა ხუთ რუსულ ბანკს და პუტინის უახლოეს სამ ოლიგარქს აქტივები გაუყინა, როგორც სანქციების პირველი ეტაპი.


ევროკავშირმა რუსეთს თავის ფინანსურ ბაზრებთან წვდომა შეუზღუდა და ევროპაში შესვლა აუკრძალა ყველა იმ დეპუტატს, ვინც უკრაინული ტერიტორიების "აღიარებას" ხმა მისცა.


ამ მომენტამდე ამერიკამ დიპლომატიისა და ალიანსის მშენებლობის ბრწყინვალე მაგალითი გვიჩვენა. თავის თავხედურ ულტიმატუმზე რუსეთმა მტკიცე და ერთიანი უარი მიიღო. მთლიანად გაშიშვლდა რუსეთის იმპერიული ექსპანსიონიზმი. ამერიკის დაზვერვამ დაამტკიცა, რომ ის 100%-ანი სიზუსტით მუშაობს. ამერიკის სამხედრო მანქანა საჰაერო და სახმელეთო ხიდები ააშენა უკრაინისთვის შეიარაღების და ტექნოლოგიების გადასაცემად. ამერიკამ არნახული სირთულის ეკონომიური პრობლემის გადაჭრა შეძლო - მან გათხევადებული გაზით მოამარაგა რუსულ გაზზე 40%-ით დამოკიდებული ევროპა. გათხევადებული გაზით დატვირთული ათობით ტანკერი, რომელიც უკვე გადახდილი კონტრაქტებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მიემართებოდნენ, შემობრუნდნენ და ევროპის პორტებისკენ მიაშურეს. ბაიდენის ადმინისტრაციამ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ წინა ორი ადმინისტრაციის იზოლაციონიზმისა (და საკუთარი ავღანური ფიასკოს) შემდეგ, თავისუფალ სამყაროს ლიდერად სწორედ „ის“ ამერიკა უბრუნდება, რომელმაც ევროპა ჯერ ნაციზმის ნანგრევებიდან აღადგინა და შემდეგ საბჭოთა ბოროტების იმპერიისგან იხსნა.


ამასობაში, უკრაინაში დასავლური სამხედრო დახმარების ნაკადი გაძლიერდა. წლის დასაწყისიდან, ამერიკამ უკრაინას 17 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით თითქმის 1500 ტონა შეიარაღება მიაწოდა. ეს მხოლოდ ისაა, რაც საჯაროდ ითქვა. მიწოდებები გრძელდება.


კანადამ გუშინ, 21 თებერვალს კიევში ჩაიტანა დიდძალი შეიარაღება. ნიდერლანდების მთავრობამ 18 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის თაობაზე.


ლიტვამ 12-13 თებერვალს მოდერნიზებული „სტინგერები“ გადასცა უკრაინას. ეს შეიარაღება სრულყოფილ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ათობით რუსული ვერტმფრენის და დაბალ სიმაღლეებზე მფრენი თვითმფრინავების გასანეიტრალებლად საუცხოო საშუალებაა.


მთავარი: მაღალი ალბათობით, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მიერ კიევში 17 თებერვალს


დაფუძნებული თავდაცვითი ალიანსი, რუსეთის ირგვლივ შემაკავებელი სარტყელის მოჭერით გაგრძელდება.


და ვინ იცის, რა მოხდება ნატო-ს 28-30 ივნისის სამიტზე მადრიდში?


წილი ნაყარია. ჭეშმარიტების მომენტი დადგა. ყველაფერი ახლა იწყება.“, - წერს კახა ლომაია "ფეისბუქზე".


შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნის რე­გი­ო­ნე­ბის - დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა.




1
323
2-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
323
  
2022, 23 თებერვალი, 14:47
განათლების მინისტრი, რომელმაც დაფაზე გამართულად ვერ დაწერა სიტყვა ბავშვი. :))
2008 წელს რუსი მედესანტეების გენერალ ბორისოვის გიდი.
ესენი ხმას საერთოდ როგორ უნდა იღებდნენ?
0 1 1