x
ირინა შეიკი ბრედლი კუპერთან ბრუნდება?

მოდელ ირინა შეიკის თაყვანისმცემლები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ის პრაქტიკულად ბრედლი კუპერს დაუბრუნდა. ამის დასტური ნიუ-იორკში გადაღებული კადრებია. პაპარაცებმა ირინა მაშინ გამოიჭირეს, როცა ის კუპერის აპარტამენტებში შედიოდა, ეცვა სადღესასწაულოდ და ხელში საკვების მსგავსი შეხვეული ნივთი ეკავა. ირინა შავ სამოსში და მაღალქუსლიან მოხდენილ ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი.

როგორც ჩანს, მალე წყვილის კვლავ ერთად ყოფნის შესახებ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. ბოლო დროს ირინას ხომ ძალიან ხშირად ხედავენ კუპერის გარემოცვაში. ამასთან, ეს ხშირად მხოლოდ იმიტომ კი არ ხდება, რომ ქალიშვილი პარკში ერთად გაასეირნონ - ახლახან ირინა ბრედლის აპარტამენტთან შენიშნეს, ხოლო რამდენიმე დღის წინ ისინი ნიუ-იორკში სეირნობისას გადაიღეს, როცა გაუთავებლად იცინოდნენ, კუპერს შეიკის ხელი ხელში ეჭირა და თავდავიწყებით საუბრობდნენ, ისე რომ, ვერავის ამჩნევდნენ ირგვლივ.

ირინა შეიკი

შეგახსენებთ, რომ ბრედლი კუპერმა და ირინა შეიკმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს და მალე ერთ ჭერქვეშ გადავიდნენ საცხოვრებლად. 2017 წელს წყვილს ქალიშვილი, ლეა შეეძინა. ყველაფერი კარგად მიდიოდა ფილმ "ვარსკვლავის დაბადების" გადაღებამდე, სადაც მთავარი როლი ლედი გაგამ შეასრულა. გავრცელებულმა ხმებმა, რომ ფილმის გადაღებისას ბრედლი კუპერსა და ლედი გაგას შორის რომანი გაჩაღდა, შეიკისა და კუპერის ურთიერთობა დააზარალა. 2019 წლის ზაფხულში ირინა ქალიშვილთან ერთად კუპერის სახლიდან გადავიდა.

0
143
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0