საზოგადოება რა კრიტერიუმებით იმეგობრებს რომან გოცირიძე ადამიანებს „ფეისბუქზე“ - "ზოგი ტროლი საჭიროა" 2022, 28 იანვარი, 11:14 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში იმ პრინციპებზე წერს, რომლის მიხედვით ის "ფეისბუქზე" ადამიანებს იმეგობრებს და ასევე -"წმენდის" მეთოდებზე: "თავდაპირველად ფეისბუკზე დამეგობრების უპირობო პრინციპი მქონდა-“ბრმა თანხმობა”. მივიღე მოთხოვნა-დავუდასტურე. ეს მჭირდებოდა საზოგადოებრივი განწყობილებების გასაგებად ანუ როგორც იტყვიან, “ პულსზე ხელი რომ გეჭიროს”. როცა სწრაფად შეივსო ლიმიტი, აღმოვაჩინე, რომ ვიღაცები თავად მიუქმებდნენ მეგობრობას. ეს ქმნიდა თავისუფალ ადგილებს, რაც კარგი იყო, ასევე მათი გვერდების გადახედვაც საინტერესო იყო, რა მიზეზით აკეთებდნენ ამას. არ მოვყვები ახლა აქ მოტივებს-სხვადასხვაა. ახლების დამატება მცირე სელექციით დავიწყე, რომ ზოგადი სურათი არ დამახინჯებულიყო. ახლა მხოლოდ საინტერესო ხალხს ვიმატებ. როგორც ვხედავთ, თანამოაზრეობის პრინციპით არ ვირჩევ მეგობრებს, რადგან ისინი დაახლოებით ისევე ფიქრობენ, როგორც მე. რაღა დაგიმალოთ და ფეისბუკზე წერას ჩემთვის საგანმანათლებო ფუნქციაც აქვს, თორემ სულაც არ მსიამოვნებს ყოველთვის იმაზე წერა, რა არის ინფლაცია და რა იწვევს ლარის გაუფასურებას. ამას ისედაც ვაკეთებ ყოველდღიურად ლექციებზე. ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია “უკუკავშირი”. ახლა რა ვითარებაა-მიწევს წმენდა ორი მიზეზის გამო-ერთი, რომ დავიმეგობრო საინტერესო ადამიანები, რადგან მათ მოსაზრებებს ანგარიშს ვუწევ და მეორე, მოვიცილო მომაბეზრებელი, გონებადხშული და სპეციალურად ჩემს წინააღმდეგ მოჩენილი ნამდვილი თუ გამოგონილი პირები. წმენდის რა მეთოდი გამაჩნია? ეჭვით ვუყურებ ან წასაშლელთა სიაში შემყავს: -ხატებით, ჯვრებით, ანგელოზებით, სვასტიკებით და მსგავსი ატრიბუტებით გადატვირთული გვერდები(თუ სასულიერო პირი არაა) -მომენტალურად ვშლი “ჩიპს არ ჩაიდგამს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს”( კორონასთან რა თქმა უნდა და არა მტრებთან) და მსგავსი ლოზუნგების მქონეებს. -ჰომოფობებს -ეჭვით ვუყურებ საკუთარი ანგარიში რომ რუსულ ენაზე აქვთ გახსნილი ან ინგლისურად რომ აკომენტარებენ (კლავიატურა გამიფუჭდა), საკუთარ გვარს რომ მალავენ, მაგრამ სახელს ორჯერ რომ წერენ: (“ჯამბული, ჯამბული” ან “მზია მზია”):)) -ტროლები (ყველა არა, ზოგი ტროლი საინტერესოა და საჭიროცაა, იგებ რა მიზნით ტროლავს). კიდევ რაღაც სხვა კრიტრიმებიც მაქვს, რომლის ახსნაც ზედმეტი დეტალიზება გამოვა. არასასურველი პირების მოშორების ყველაზე მარტივი მეთოდი, როგორც ტექნიკურად ასევე შინაარსობრივად არის ის, თუ რას “ულაიკებს” სხვებს. მაგალითად, ვიღაცა წერს: ესა და ეს ადამიანი ჯერ უნდა გაატყავო და მერე უნდა ჩამოახრჩო ელექტრონის ბოძზე, ან-გაუმარჯოს რუსეთს უკრაინასთან ომში და ხედავ შენი “მეგობრებიდან” ვიღაცა სიამოვნებით იწონებს ამას-წაშალე მომენტალურად. თუ აგრესიულობითაც გამოირჩევიან და მრავალსართულიანი ბილწსიტყვაობით-მიაბლოკე კიდევაც. ზოგადად, ბრიყვებს ვბლოკავ, მაგრამ ეს ყველაზე მძიმე სანქციაა და მარტო სიბრიყვე არაა საკმარისი, კიდევ სხვა ფაქტორები უნდა არსებობდეს. თუ თქვენ უკეთესი მეთოდი გაქვთ მოფიქრებული, სიამოვნებით გავითვალისწინებ. გმადლობთ “მეგობრობისათვის”!:))", - წერს გოცირიძე. 77 1-ს მოსწონს
|