x
"მე არასოდეს ვიტყვი რუსებზე - ღორებს, იმიტომ რომ მათი სისხლი მიჩქეფს" - ლალი მოროშკინა
image

პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში საზოგადოებაში არსებულ გაუტანლობასა და უმადურებაზე წერს და შემდეგ გზავნილს ავრცელებს:


"...მე, კაცმა ჭორვილაში, დედის სატირალში შემიშვა და მასზე აუგს ვერასოდეს მათქმევინებთ!


მე ვერ ვიქნები თქვენნაირი,


Без роду, без племени!


ზვიად გამსახურდიას როცა ქოლავდნენ "ახალი ქართველები", მე კარგად მახსოვდა პრეზიდენტის სიკეთე, მისი მეგობრობა თალესთან, მან მწვანე შუქი აუნთო უფოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა. მე ვქომაგობდი ცოტნეს ციხეში, მე მომიკლეს პრეზიდენტი!


მე ვერასოდეს მათქმევინებთ ცუდს შევარდნაძეზე, მე მისი ყველაზე ახალგაზრდა მინისტრის მოადგილე ვიყავი.ის ჩემი დიდი პედაგოგი და გურუ გახლდათ.ჩვენ ერთმანეთს ავტობიოგრაფიები გავუცვალეთ, ის ჩამეხუტა და რაც მაშინ, ყურში მიჩურჩულა, ჯერ არ ახდა და მოუთმენლად ველი.


მე არასოდეს ჩავერთვები გიული ალასანიას წინააღმდეგ სიბინძურეში, იმიტომ რომ მათ ოჯახში ჩაიც დამილევია და ნამცხვარიც მიჭამია! მე მიშასთანაც არასოდეს ვკვეთ წითელ ხაზებს, იმიტომ რომ ჩვენ საერთო ბავშვობიდან მოვდივართ და თქვენი მამები საუკეთესო ექიმები და დიდი მეგობრები იყვნენ.


მე ვერასოდეს გავლანძღავ უშვერი სიტყვებით გიორგი მარგველაშვილს და მაკას, რის უფლებასაც თქვენ აძლევთ თქვენს თავს, იმიტომ რომ თვენც ბავშვობიდან მოვდივართ, იმიტომ რომ დედაჩემი მაკას ოჯახის წევრივით ხვდებოდა. დიახ, როცა პირველი ლედი გახდა, თქვენგან განსხვავებით არასოდეს შემიწუხებია!


მე ვერ ვიტან სალომე ზურაბიშვილზე ნათქვამ უტიფრობებს, იმიტომ რომ ის ჩემთვის ნატიფი, პორცელანის ფაიფურია და არა თქვენსავით თიხიდან მოზელილი სახვრეპი ჯამი.


მე არასოდეს ვიტყვი რუსებზე - ღორებს, იმიტომ რომ მათი სისხლი მიჩქეფს და მე ამით ვამაყობ. მე ვგიჟდები თბილისელ ქურთებზე და იეზიდებზე-ეს ცალკე ღრმა და ლამაზი სამყაროა.


მე არასოდეს ვიტყვი აზერბაიჯანელებზე-თათრებს, იმიტომ რომ ბაბუაჩემი ბაქოს, სამხედრო აკადემიის პრორექტორი იყო და კარგად ვიცნობ ამ საოცარ ხალხს.


მე არასოდეს ვიქილიკებ სომხებზე, იმიტომ რომ ერევნის უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს, ვასწავლიდი ახალციხეში და ვიცი რა გონიერი და ნიჭიერი ერია!


მე არასოდეს ვიღადავებ თქვენსავით კანის ფერზე, იმიტომ რომ მყავს აფრო-ამერიკელი ნათესავები და შვეიცარელი სიძე ვიეტნამური ფესვებით, რომელიც ბევრ ქართველზე დიდი პატრიოტია!


მე არასოდეს ვიტყვი ებრაელზე-ურიას, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ არა მათი გენიელურობა, არაფერი არ იქნებოდა, ისევე როგორც კაცობრიობა...


მე არასოდეს ვანსხვავებ ჩემს ნატურალ მეგობრებს გეებისგან, ტრანსებისგან და ლესბოსელებისგან, იმიტომ რომ თითოეული მათგანისგან დიდი, ესთეტიკური საჩუქარი მიმიღია.


მე არასოდეს არ ვშაყირობ სხვის ზედმეტ წონაზე, ცხვირის სიგრძეზე, ტან-ფეხზე და ე.წ. დეფექტებზე-იმიტომ რომ ეს საშინლად არაეთიკურია!!!


თქვენ მე გხედავთ გრძელ ტყავის "პლაშჩში", წითელი სამკლაურით და დასახვრეტთა დიიდი სიით...

და კიდევ!!!!!!


მე, კაცმა ჭორვილაში, დედის სატირალში შემიშვა და მასზე აუგს ვერასოდეს მათქმევინებთ!

НЕ ДОЖДЁТЕСЬ!", - წერს ლალი მოროშკინა.

1
659
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
659
  
2022, 28 იანვარი, 13:59
რათქმაუნდა არ იტყვი იმიტო რო შენც მათნაირი დედა ღორი ხარ!
პ.ს. ეხლა არ შემომიხტეს აქ ვიღაც ამ რაღაცის დასაცავად თუ არ უნდა დავაფარო ტავზე, ვიცი რასაც ვწერ და ისიც მშვენივრად ვიცი ვისზეც ვწერ. მოლაპარაკე შხამიანი ამებაა
0 1 1