x
"მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, ჩემი ადგილი შეიცვალა" - შეხვდება თუ არა სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილს
image
“ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ ჩვენ არ გვქონდა მშვენიერი ურთიერთობა, რეგულარულად ვხედავდით ერთმანეთს. ჩვენ საპრეზიდენტო წყვილში ძლიერი ბმა და კავშირი იყო, რომელსაც ვერ ჩაშლი, უბრალოდ. კი წარსულია, მე იმ ვიდეოდან გავიგე, რაც უნდა გამეგო, და მომიწია ახალ რეალობასთან შეგუება, მაგრამ რაც იყო, იყო უნიკალური, ლამაზი, ძალიან მდიდარი პერიოდი”, - ასე იხსენებს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილთან ქორწინების წლებს და საუბრობს ბოლო თვეებში მომხდარ მოვლენებზე „ფორმულას“ გადაცემა „დროებაში“.


სანდრა რულოვსი იმ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას, როცა პირველად გაიგო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, რასაც მოჰყვა ასევე პირადი შინაარსის ვიდეოს გამოქვეყნებაც.


„ეს პირველი ოქრომბერი იოლად არ დამავიწყდება, ნიკოლოზი შემოვიდა ჩემს საძინებელში და მაჩვენა მიშას „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ის ტექსტი. ძალიან გახარებული ვიყავით ყველა, საზეიმო ვითარებაც იყო, ეჭვი არ მეპარებოდა, საქართველოში იყო... მთელი დღე ვღელავდით იმიტომ, რომ ვიცოდით აპირებდნენ მის დაჭერას. ეძებდნენ, ბათუმში ამოწმებდნენ კამერებს, რა იქნება, როგორ იქნება, სად არის. მე ასეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ახლა ბათუმი, მერე ყვარელში ამოჰყოფს თავს, თავის ვენახში. დაგეგმავდა ალბათ, მაგრამ იქამდე არ მისულა საქმე. ხალხი მწერდა, მართალია თუ არა.


საღამოს როცა საუბარი იყო იმაზე, დაჭერილი ყავთ თუ არა, მაშინ ვნერვიულობდით. ზუსტად იმ დროს, როცა დადასტურდა, რომ აყვანილია, როცა ვნახეთ, რომ მომღიმარე მიშა შევიდა რუსთავში. მაშინ გავრცელდა სხვა ვიდეოც და ამის შესახებ გავიგე ნიკოლოზისგან ისევ. მაჩვენა თავისი მობილური და მითხრა, რუსულადაც არის და გადამითარგმნეო. ეს იყო შოკი ნიკოლოზისთვის, ჩემთვის, სამი წუთი გრძელდებოდა, სამივე ენაზე მოვისმინე, არ მჯეროდა. ფსიქოლოგიაში ეს უარყოფითი ფაზაა, თავდაცვის მექანიზმია, ვერ უყურებ თვალებში რეალობას, პირველი ფაზა უარყოფა იყო, რომ არა, არ არსებობს, ალბათ, ნამდვილი არ არის. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს მართლა მიშა იყო და აშკარად ემშვიდობებოდა წარსულს, მადლობები გვიხადა. მერე უკვე მომიწია აღიარება, რომ რაღაცეები რადიკალურად შეიცვალა და ამის შესახებ არ ვიცოდი. მიუღებელი იყო ფორმა, ანუ ქვეყნის წინაშე, ბევრმა ადამიანმა ნახა, უდროოც იყო ძალიან, იმიტომ რომ ყველა იყო გადართული მიშას ჩამოსვლაზე, გამბედაობაზე, დაკავებაზე, და ამ დროს პირადი ვიდეო...“, - ამბობს ყოფილი პირველი ლედი.



კითხვაზე, მოსალოდნელი იყო თუ არა, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, სანდრა რულოვსი პასუხობს:


„არ იყო მოსალოდნელი, რა თქმა უნდა, ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ ჩვენ არ გვქონდა მშვენიერი ურთიერთობა, რეგულარულად ვხედავდით ერთმანეთს. ჩვენ საპრეზიდენტო წყვილში ძლიერი ბმა და კავშირი იყო, რომელსაც ვერ ჩაშლი, უბრალოდ. კი წარსულია, მე იმ ვიდეოდან გავიგე, რაც უნდა გამეგო, და მომიწია ახალ რეალობასთან შეგუება, მაგრამ რაც იყო, იყო უნიკალური, ლამაზი, ძალიან მდიდარი პერიოდი. ხალხისთვისაც ზღაპარი იყო, ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით. პირველი პერიოდი უკავშირდება კარგ პერიოდს საქართველოსთვის, განვითარების, ადგილის დამკვიდრების, მისი წამყვანი როლი მთელს რეგიონში. ამიტომაც ვინც მაშინ იყო სათავეში, ავტომატურად ასოცირდება პოზიტიურ განწყობასთან, ეს ასე დარჩება. ჩვენ საერთო შვილები გვყავს, ყველაზე ძლიერი ბმა არის საქართველოსადმი იგივე მიზანი".


სანდრა რულოვსი ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე არ უნახავს და ასეთ არათანაბარ სიტუაციაში, როცა ის გარეთაა და სააკაშვილი დაკავებულია, პირად თემებზე არ უნდა შეაწუხოს.


„არ მინახავს, არ მისაუბრია, ბავშვები დადიან და გიული დადის ხშირად. მათი მეშვეობით რაღაცეები მითხრა, მაგრამ არ შეიცვალა ჩემი პოზიცია, რაც გიხარით წეღან, მე გავიგე რაც უნდა გამეგო ამ სამწუთიანი ვიდეოთი, მაინც მიშას გადადგმული ნაბიჯი იყო, შეიძლება რაღაც გათვლები იყო. ჩემთვის მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, ჩემი ადგილი შეიცვალა.... ახლა როცა მე ვარ ასე არათანაბარ სიტუაციაში, მე გარეთ თავისუფალი და ის იმ სიტუაციაში, მე ვთვლი, რომ ასეთ თემებზე არ უნდა შევაწუხო, ბევრად მნიშნელოვანი თემებია“.


სანდრა რულოვსის თქმით, ის ამაყობს, რომ ბავშვებს მამასთან კარგი ურთიერთობა აქვთ და მთელი ოჯახისთვის დიდი სიხარული იქნება მიშას გათავისუფლება.


"შვილებისთვისაც მძიმე იყო, ვამაყობ, რომ შვილები დადიან მამასთან, საუბრობენ ძალიან გულღიად, მიუხედავად იმისა, რომ, ალბათ, ყველაფერი იწერება, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია მამასთან საუბარი, ვიდრე იმის რისკი, რომ ალბათ რაღაცა იწერება. მე მგონ, ი ეს ასე გაგარძელდება, თუმცა ყველაზე დიდი სიხარული ჩვენი ოჯახისთვის იქნება მისი გათავისუფლება", - ამბობს სანდრა რულოვსი "დროების" ეთერში.


0
155
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0