
16 სექტემბერს ავღანელმა პოლიციელმა 4 ნატოს ჯარისკაცი მოკლა, აცხადებს Agence France-Presse. კიდევ ორი ჯარისკაცი მძიმედაა დაჭრილი.
შეტაკება ავრანეთის სამხრეთ პროვინციაში ზაბულში მოხდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. კონფლიქტის მსვლელობისას ასევე დაიღუპა ერთი პოლიციელი. დანარჩენმა პოლიციელებმა დატოვეს კონფლიქტის ზონა. მონაწილეობდნენ თუ არა ისინი შეტაკებაში უცნობია.
ადგილობრივების განცხადებით 16-17 სექტემბრის ღამეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ბოევიკები დაესხნენ თავს. პოლიციელთა დასახმარებლად ნატოს ჯარისკაცები მოვიდნენ, თუმცა მათ მოგვიანებით ერთ-ერთი პოლიციელი დაესხა თავს.
Associated Press-ის განცხადებით პოლიციელი კარი იუსეფ ახმადი თალიბანს არ ეკუთვნოდა, მაგრამ ის ავღანელია და იცის, რომ ამერიკელები მტრები არიან აკეთეს კომენტარს Associated Press-ის ჟურნალისტი.
2012 წლის დასაწყისიდან ავღანეთში დაღუპულია, როგორც მინიმუმ 247 ნატოს ჯარისკაცი, რომელთაგან უმეტესობა ამერიკელია.