ქალი და მამაკაცი ინდოეთში დააკავეს "საქორწინო აფერისტი", რომელმაც 27 ქალზე იქორწინა 2022, 22 თებერვალი, 17:18 66 წლის მამაკაცს, რომელმაც სავარაუდოდ, 27 ქალი შეირთო ცოლად, ინდოეთში უკვე შეარქვეს ყველაზე დიდი "საქორწინო აფერისტი".ხანმოკლე ქორწინება გრძელდებოდა იმ დრომდე, სანამ მათგან მოპარული ფულებით არ გაიპარებოდა.წერს Daily mail-ი ბიბჰუ პრაკაშ სვეინის მსხვერპლთა შორის იყო სასაზღვრო პოლიციის მაღალი რანგის ოფიცერი, დიპლომიანი ბუღალტერი, მასწავლებლები, ექიმი და უზენაესი სასამართლოს ორი ადვოკატიც კი. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო აღწერილი, პროფესიით როგორც "მკერავი" და სიმაღლით სულ 155 სმ იყო, თაღლითმა შეძლო 40 წელს გადაცილებული წარმატებული ქალების მოტყუება, იგი ქალებს თავს აცნობდა, როგორც მაღალანაზღაურებადი სამედიცინო მუშაკი, განაცხადეს გამომძიებლებმა. რათა ეზრუნა სტატუსზე, იგი იყენებდა ყალბ პირადობის მოწმობებს და სარეკომენდაციო წერილებს, რათა გაეძლიერებინა თავისი ავტორიტეტი და ოჯახური წარმომავლობა. აფერისტის სამიზნე იყო წარმატებული, კარიერისტი, მაღალანაზღაურებადი ქალები. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დაქორწინდა 14 ქალზე, თუმცა სამართალდამცავები აცხადებენ, რომ თაღლითის მსხვერპლი გაცილებით მეტი ქალია. გამოცემა Hindustan Times-ის ცნობით, სულ 27 მსხვერპლი იყო. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მას ტელეფონში შენახული ჰქონდა ქალების სახელები და ასევე საიდან იყვნენ ისინი. სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, ის კონტაქტში იყო 70-75 სხვა ქალთან, რომლებიც შესაძლოა შემდგომი მსხვერპლი გამხდარიყვნენ.აქედან ორთან უკვე ჩანიშნული ჰქონდა ქორწილი თებერვლის და მარტის თვეში. ინდოეთის პოლიციამ რამდენიმე თვიანი დევნის შემდეგ საბოლოოდ შეძლო სვეინის ადგილსამყოფელის დადგენა და დაკავება, მას უამრავი ყალბი პირადობა და 128 ყალბი საკრედიტო ბარათი უპოვეს. ამის გარდა გაირივა, რომ მან 13 ბანკი მოატყუა. ”ის ამას სჩადიოდა პირველ რიგში ფულის გამო და გარკვეული სექსუალური სიამოვნებისთვის, ” - განუცხადა AFP-ს პოლიციის მაღალჩინოსანმა სანჯიევ სატპათიმ. სვეინი დაიბადა ოდიშის აღმოსავლეთ შტატის ერთ პატარა სოფელში, პირველად დაქორწინდა 1978 წელს და პირველი ცოლისგან ეყოლა სამი შვილი, რომლებიც ამჟამად ორი ექიმია და ერთი სტომატოლოგი . მას შემდეგ, რაც სვეინმა ლაბორანტის განათლება მიღო, ის დაშორდა ოჯახს და გადავიდა შტატის დედაქალაქ ბჰუბანესვარში, სადაც ექიმად გაასაღა თავი, იქვე 2002 წელს დაქორწინდა ექიმზე, მის მეორე ცოლზე. მეორე ცოლის მიტოვების შემდეგ იწყება თაღლითის ბობოქარი თავგადასავლი ”მას შემდეგ, ის იყენებდა რამდენიმე სახელს, როდესაც ეძებდა ცოლებს ინტერნეტში და თან ყოველთვის ექიმად ან პროფესორად წარაგდენდა თავს" - დასძინა სატპატიმ.
183 2-ს მოსწონს
|