ქალი და მამაკაცი "გაიხარებსო" - ქმარმა მოწყენილი ცოლი ტანგოს კურსებზე ჩაწერა და.... 2022, 1 თებერვალი, 13:54 ![]() მამაკაცმა ვერ იპოვა ბალეტის კურსები მოზრდილებისთვის, მაგრამ მან მტკიცედ გადაწყვიტა საყვარელი ცოლი დეპრესიისგან ეხსნა, ამიტომ იგი ჩაირიცხა ტანგოს მოყვარულთა ჯგუფში. მალე ცოლს დეპრესია გაუქრა. ქმარი უყურებდა საყვარელ ქალს და გულწრფელად უხაროდა მისი ასეთი "შემობრუნება", თუმცა ვერ აცნობიერებდა, რომ მის ფსიქიკურ განწყობაში დრამატული ცვლილებების მიზეზი იყო არა იმდენად ცეკვა ცეკვა, არამედ მასში პარტნიორი. გარდამტეხი მომენტი იყო საცეკვაო ჯგუფის გამგზავრება ტანგოს სემინარზე - ერთ სასტუმროში მცხოვრებმა პარტნიორებმა თავი ვეღარ შეიკავეს. დაბრუნებულებმა უკვე ტანგოს კლასგარეთაც განაგრძეს შეხვედრები, შემდეგ კი თავიანთ მეორე ნახევრებს განქორწინების შესახებ განუცხადეს. -როგორ მინდოდა კარგად გეგრძნო თავი და დეპრესია დაგვიწყებოდა. რატომ მომაფიქრდა შენი ტანგოზე ჩაწერა? არ მინდა მჯეროდეს, რომ საცეკვაო კლუბი ღალატის საბაბად აქციე და ახლა გინდა მიმატოვო. მზად ვიყავი ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ გამეხარებინე, ახლა კი შენ დამინგრიე ცხოვრება“, - განუცხადა დამწუხრებულმა ქმარმა ებრაულ გამოცემა Beer sheva-ს დეპრესიისგან გათავისუფლებულ ცოლს ქმრის ტანჯვაზე ყურიც არ შეუბერტყია, მხოლოდ ყოფილ ქმარს ჰობის მოძებნა ურჩია, რომელმაც შესაძლოა ახალი სიყვარული მოაძებნინოს. „არ დაგავიწყდეთ, რომ ტანგოს შესრულებას პარტნიორი სჭირდება და ამისთვის ავირჩიე შესაფერისი პარტნიორი ჩემთვის. ასეა თუ ისე, ყოველ შემთხვევაში ეს შენ არ ხარ, - დაასკვნა ახლად გამომცხვარმა მოცეკვავემ. 1787 5-ს მოსწონს
|