x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"არ მგონია ის დრო შორს, როცა ადამიანები ნატოს და დასავლეთის მიმართ რწმენას დაკარგავენ" - ნოე სულაბერიძე
image

ტელეწამყვან ნოე სულებერიძეს მიაჩნია, რომ მალე საზოგადოება ნატოს და დასავლეთის მიმართ რწმენას დაკარგავს და ამის რეალური საფუძველი არსებობს:


"ამდენი წლის თავზე ნანატრმა ნატომ იქნებ გაგვარკვიოს ეს ორი ქვეყანა: საქართველო და უკრაინა, ზოგადად რა თამაშია, როცა კარი ღიაა, მაგრამ შესვლა არ მოსულა ...არ დამთავრდა მაპები და შმაპები.. დღეს მთელი უკრაინა მოკავშირების იმედად არის, რომლებიც სავარაუდოდ სანქციებს მიიღებენ, მორიგ ჯერზე აღშფოთდებიან და ჩაფხუტებს გაუგზავნიან პირბადეებით..



თუ ასე გაგრძელდა, სამწუხაროდ არ მგონია ის დრო შორს, როცა ადამიანები ნატოს და დასავლეთის რეალური ქმედებების რწმენას დაკარგავენ, ეს მხოლოდ ასეთი დამოკიდებულების ბრალი იქნება დაე ვცდებოდე და კიდევ: დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ პუტინს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია სანქციები! მშვიდობა უკრაინას" - წერს ნოე სულაბერიძე.



როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რის მიხედვითაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.


"წარსულის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ სიმართლის თქმა აუცილებელია. თანამედროვე უკრაინა რუსეთმა დააარსა. უკრაინას უცხო ძალები მართავენ, დასავლელები იღებენ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს, ხალხი იძარცვება. უკრაინა ჩვენთვის არა მხოლოდ მეზობელია, არამედ რუსეთის ისტორიის ნაწილია. დონბასში „აგრესია“ უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის დასავლელ კოლეგებთან, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

0
505
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0