x
ვაჟა-ფშაველას 10 გენიალური გამონათქვამი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს!
 ვაჟა ფშაველას 10 გენიალური გამონათქვამი რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!


იხილეთ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სის, გე­ნი­ო­სი პო­ე­ტის, მწერ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტი­სა და მო­აზ­როვ­ნის ვაჟა-ფშაველას გამონათქვამები:


1."თა­ვის მარ­ცხს კაც­ნი ვერ ვი­ტყვით, ჩქა­რა ვი­უბ­ნებთ სხვი­სა­სა".

2."განა ყვე­ლა რაც ხმე­ლია, კაც­თა­გან სა­წუ­ნა­რია? ათას ცო­ცხალ­სა ბევ­რჯე­ლა, ას­ჯერ სჯობს ერთი მკვდა­რია"


3."მხო­ლოდ იმა­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც გნე­ბავს ის ილა­პა­რა­კო, სწე­რო, აკე­თო, – არა! უნდა ყო­ველს სი­ტყვას და მოქ­მე­დე­ბას სა­ერ­თო, სა­ზო­გა­დო ბედ­ნი­ე­რე­ბა ედ­ვას სარ­ჩუ­ლად, ქვეყ­ნის თუ სა­სარ­გებ­ლო არა, სა­მავ­ნებ­ლო, სა­ზა­რა­ლო მა­ინც არ უნდა იყოს ქვეყ­ნი­სათ­ვის"

4.­"მთა­სა თუ ველს, ქვა­სა თუ ლოდს, ცხო­ველ­სა თუ მცე­ნა­რეს აქვს თა­ვი­სი სიმ­ბო­ლუ­რი ფიქ­რი და წუ­ხი­ლი და შენ, ადა­მი­ა­ნო, რა და­გე­მარ­თა, რა­ტომ და­კარ­გე სინ­დის-ნა­მუ­სი?!"

5."მუტ­რუ­კი მი­ტომ მუტ­რუ­კობს, დედა ჰყო­ლია ვი­რიო. კაცი ბე­ჩა­ვის მჩაგ­რა­ვი სად გა­გო­ნი­ლა გმი­რიო!"

6."არც ის მგო­ნია ბი­ჭო­ბა, ვი­საც ერე­ვი ახ­რჩობ­დე, ბიჭს მა­შინ და­გი­ძა­ხებ­დი, რომ სხვას დამ­ხრჩვალ­სა სწამ­ლობ­დე"

7."ილი­ას­თა­ნა ადა­მი­ა­ნებს სი­ცო­ცხლე­ში­ვე ძეგ­ლებს უდ­გა­მენ უცხო­ეთ­ში, ხოლო ჩვენ კო­ცონ­ზე ვწვავთ, ვკლავთ, რო­გორც ავა­ზა­კებს... საბ­რა­ლო ჩვე­ნო თავო, სა­წყა­ლო სა­ქარ­თვე­ლოვ!"

8."არა მოგ­ცა რა ლა­მა­ზის სი­ტყვე­ბით ამა­ყო­ბა­მა".

9."არც თქვენ შეგ­რჩე­ბათ ერთი დრო, ვინც ხმა-მაღ­ლა ჰყი­ვი­თა"

10."ათი­სა და ოცის კა­ცის ავა­ზა­კო­ბა ისე ვერ და­ა­ზი­ა­ნებს ერის ცხოვ­რე­ბას, რო­გორც სხვაგ­ვა­რი ავა­ზა­კო­ბა ათა­სი­სა და ორი ათა­სი­სა, - პირ­ველთ ად­ვი­ლად ვი­შო­რებთ თა­ვი­დან, ავა­ზა­კებს ვე­ძა­ხით, ვსდევ­ნით, რო­გორც ცო­ფი­ან ძაღ­ლებს, ვე­ტე­ვე­ბით თო­ფით და ხმლით, მო­საკ­ლა­ვად არა ვზო­გავთ, ხოლო მე­ო­რე ჯუ­ლის ავა­ზა­კებს ვძმო­ბი­ლობთ და ვე­მოყვრე­ბით"

0
208
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0