x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მნიშვნელოვანი დეტალები ცნობილი ფილმების გადაღებებიდან, რომლებიც არ გეცოდინებათ

ღირებული ფილმის შესაქმნელად რეჟისორებ და გადამღები ჯგუფი წევრები ბევრს შრომობენ, კოსტიუმების დიზაინერები უკვირდებიან ყველა მნიშვნელოვან დეტალს, იკვლევენ მნიშვნელოვან დეტალებს და ა. შ. თუმცა, ამ გაწეული შრომის შესახებ ბევრმა არაფერი იცის:

1. კეროლი

„კეროლი“-ს მოვლენები ვითარდება 1950-იან წლებში. მთავარი გმირის, რომლის როლსაც ქეით ბლანშეტი ასრულებს, გარდერობის 80% ნულიდან იყო შექმნილი. ეს გამოიწვია იმან, რომ ძალიან რთულია ვინტაჟური სამოსის პოვნა, რომელიც გაუძლებს იმ დაკვირვებას ახლო კადრებიდან. ეს ბეწვის ქურქი დიზაინერმა სწორედ ვინტაჟური ქურქის ნაჭრებისგან შექმნა. image

2. კლეოპატრა

ჰოლივუდის ფილმი კლეოპატრას შესახებ გამოსვლის დროს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ პროექტად ითვლებოდა. თითქმის 200 000 დოლარი დაიხარჯა ეგვიპტის დედოფლის მდიდრულ კოსტიუმებზე. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან მას 65 სხვადასხვა კოსტიუმი შეუკერეს.

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია 24 კარატიანი ოქროს თავსაბურავი და მოსასხამი, რომელიც ფენიქსის ფრთებს წააგავს. ისინი ზუსტად იყო აწყობილი ოქროს ტყავის თხელი ზოლებიდან და მორთული ათასობით მძივით, შუშის მძივებითა და სეკინებით. ეს არის ერთადერთი კოსტუმი, რომელიც ორჯერ ჩანს ფილმში. 2012 წელს ეს მოსასხამი აუქციონზე 59 365 დოლარად გაიყიდა.image

3. შუქურა

ფილმის მოქმედება ვითარდება კლდოვან კუნძულზე, სადაც შუქურის მცველი და მისი თანაშემწე ცხოვრობენ. გადამღები ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში წარუმატებლად ეძებდა სამუშაო შუქურას ახალ შოტლანდიაში. საბოლოოდ გადაწყდა 21 მეტრიანი ნაგებობის ნულიდან აშენება. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - კეიპ ფორჩუზე კინორეჟისორებმა ფაქტობრივად აღმართეს მოქმედი შუქურა აკრილისა და მინის ლინზებით, რომელიც ასხივებს ძლიერ შუქს.image

4. შეშლილები

მოვლენები მიმდინარეობს 1960 წელს. პროექტის მონაწილეების თქმით, ერთ დღეს სერიალის შემქმნელი მეთიუ ვაინერი მივიდა გადასაღებ მოედანზე და მოითხოვა ვაშლების გამოცვლა, რომელიც, მისი თქმით, ძალიან დიდი, მბზინავი და იდეალური ფორმის იყო. ასეთი პროდუქტები უბრალოდ ვერ იარსებებდა 60-იანი წლების დასაწყისში: ხილი მაშინ გაცილებით პატარა ჩანდა, რადგან მათ კულტივირებაში არ გამოიყენებოდა რთული ტექნოლოგიები და ქიმიკატები.image

5. ალქაჯი

ფილმის მოქმედება ვითარდება 1630 წელს ახალ ინგლისში. სიუჟეტში ოჯახი უდაბნოში იზოლირებულ ფერმაში სახლდება. რეჟისორი ცდილობდა მაქსიმალური ისტორიული სიზუსტის მიღწევას, ამიტომ იგი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ყველა სცენა გადაეღოთ მხოლოდ დღის ან სანთლის შუქზე. image

6. ახალგაზრდა პაპი

იმის გამო, რომ ვატიკანში გადაღება აკრძალულია, სერიალის პროდიუსერმა 2 თვეში რომში კინოსტუდიის ტერიტორიაზე ააგო სიქსტეს კაპელას დეკორაცია. რეჟისორის დაჟინებული თხოვნით, კედლები სპეციალურადაც კი გადაიფარა ქსელით - მეტი რეალიზმისთვის.image

7. იდუმალი ტყე

უმკაცრესი საიდუმლოების ატმოსფეროს მქონე ფილმი გადაიღეს მინდორში, სადაც მთელი სოფელი აშენდა. ამ შენობების ნახევარს დასრულებული ინტერიერი ჰქონდა. მეორე მხარეს იყო მისაბმელი, აღჭურვილობა და დიდი საწყობი. ყველა შენობა ფილმის გამოსვლამდე ერთი თვით ადრე დაანგრიეს და მიწა დაუბრუნდა პირვანდელ ფორმას.image

8. ლამაზმანი და ურჩხული

ბელის ყვითელი სამეჯლისო კაბის შერჩევას დიდი დრო დასჭირდა და უამრავი ვიდეო ტესტირება . კამერის ქვეშ ერთი ყვითელი ფერი ზედმეტად მქრქალი იყო, სხვა ძალიან მბზინავი, მესამეს არასწორი ტექსტურა ჰქონდა და ა. შ.image

9. მიდსომარი

მიდსომარს ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საშინელებათა ფილმს უწოდებენ. ზაფხულის ნათელი სურათის მიღმა დამალული სიმბოლოებით სავსე შემზარავი საშინელება დევს. კერძოდ, ფილმში შეგიძლიათ ნახოთ უამრავი რუნა. ისინი ყველგანაა- ქვებზე, გობელენებზე, გმირების სამოსზე ამოქარგული. თითოეული სიმბოლო არავითარ შემთხვევაში არ არის შემთხვევითი: ისინი შეიცავს მითითებებს პერსონაჟების შემდგომი ბედისა და სიუჟეტის განვითარების შესახებ.

ასე, მაგალითად, ცეკვის წინ, გმირი იცვამს კაბას რაიდოსა და დაგაზის ნაქარგი რუნებით. პირველი ნიშნავს მოგზაურობას, მაგრამ თავდაყირაა (კერძოდ, ასე ვხედავთ სურათზე) მას შეუძლია სიკვდილის წინასწარმეტყველება. დაგაზის რუნა ერთ-ერთი სიმეტრიული წმინდა რუნაა, მაგრამ გოგონას პერანგზე ის ისეა ამოქარგული, თითქოს გვერდიდან ჩამოვარდნილი იყოს და ეს კარგი ნიშანი არაა. image

10. ლამაზმანი

თანამედროვე კონკიას საკულტო ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ლალის ყელსაბამი ბრილიანტებით. რიჩარდ გირის გმირი ამბობს, რომ ის ქირით აქვს აღებული და ეს მართალია: ყელსაბამი ნამდვილია, ის გადამღებ ჯგუფს ფრანგულმა საიუველირო ბრენდმა Fred-მა მიაწოდა. მართალია, ედვარდი ამტკიცებს, რომ 250 000 დოლარი ღირს, მაგრამ უკვე იმ დროს ყელსაბამი არანაკლებ 440 000 დოლარად ფასდებოდა და წლების განმავლობაში მისი ღირებულება მხოლოდ გაიზარდა.image




0
273
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0