x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"90% ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე" - მომღერალმა მაქსიმმა აღიარა, რომ ავადმყოფობის დროს ახლობლებმა უღალატეს
image

მომღერალ МакSим-ს (ნამდვილი სახელი მარინა აბროსიმოვა) ახლობლებმა მზაკვრულად უღალატეს: სანამ მომღერალი საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების გამო სიკვდილს ებრძოდა, მისი საახლობლო წრე ამასობაში ნაჩქარევად მის დოკუმენტებს იფორმებდნენ და იქამდეც მივიდნენ, რომ მისი სახელით ყალბ ხელმოწერებს აკეთებდნენ. მოღერალმა ამის შესახებ მეხუთე არხთან ინტერვიუში განაცხადა.


" ეს ის ხალხია, ვინც ჩემს გვერდით 15-20 წელი იყო და რომლებსაც ძალიან ვენდობოდი. უნდა ვაღიარო, როდესაც გონზე მოვედი, ჩემი ცხოვრებიდან კონტაქტების 90% ამოვშალე."


მომღერალმა დასძინა, რომ პოსტკოვიდური გამოჯანსაღების პერიოდი კვლავ ნელა მიმდინარეობს - იგი თავიდან სწავლობს სიმღერა, დადის ვოკალის გაკვეთილებზე.



"ფილტვები რთულად ემორჩილება აღდგენას. ჯერჯერობით ფრენა არ შეიძლება. ახლა ვოკალზე ვმეცადინეობ, თავიდან ვსწავლობ სიმღერას. რაც დამემართა უკვალოდ არ გადის", - თქვა მან ინტერვიუში.


შეგახსენებთ, მომღერალი МакSим გასული წლის ივნისში დაინფიცირდა კორონავირუსით, რა დროსაც თვითმკურნალობას მიმართა, რის შემდეგაც მომღერლის მდგომაროება ძალზე დამძიმდა, ექიმებმა ფაქტობრივად ხელი ჩაიქნიეს და განაცხადეს, რომ მას მხოლოდ "სასწაული თუ გადაარჩენდა", მეტიც, კომაში ყოფნის დროს მომღერალს ორჯერ გაუჩერდა გული, ამის დაზიანებული ფილტვების გარდა აღენიშნებოდა მრავალმხრივი გართულებები, მათ შორის სისხლდენა და სეპტიკური შოკი.


ორთვიანი კომის შემდეგ, მოღერალი ფაქტობრივად საიქიოდან მობრუნდა, აგვისტოში იგი საავადმყოფოდან გაწერეს.საოცრად გამხდარს და დასუსტებულს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.



მოღერალმა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ პირველი ფოტოები სოციალურ ქსელში გასული წლის ოქტომბერში დადო, სადაც კომენტარში მაქსიმმა აღიარა, რომ ყოველთვის ოცნებობდა გახდომაზე, თუმცა არ ისეთზე, რომელიც ავადმყოფობამ გამოიწვია.

image

MakSim-მა, პირველ წარმატებას მიაღწია 2006 წელს ალბომით "«Трудный возраст", რომელიც 1, 5 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა, რითაც 2007 წელს MakSim-ი გახდა კომერციულად ყველაზე წარმატებული მომღერალი რუსეთში.


MakSim– მა ორჯერ მოიგო "საუკეთესო შემსრულებლის" ნომინაცია MTV Russian Music Awards და Muz-TV Awards– ზე. 2008 წლის 2 თებერვალს, გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცის " "Sound Track" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, მომღერალმა მოიგო ნომინაცია "წლის საუკეთესო შემსრულებელი".


მომღერლის მეორე ალბომი " Мой рай»", გაიყიდა 1.3 მილიონზე მეტი ასლი, ხოლო მთლიანად გაყიდული ალბომების ტირაჟი ექვს მილიონზე მეტია.

MakSim ერთადერთი მომღერალია, რომლის 7 სინგლმა პირველ ადგილი დაიკავა დსთ-ს ქვეყნების რადიო ჩარტში .


MakSim - "ოქროს გრამაფონის"სტატუეტის 15-გზის მფლობელია.


0
404
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0