x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"ამდენი სულით მახინჯი ადამიანი სად შეიკრიბა, იმაზე მეტად ავად არის ერი, ვიდრე გვგონია"
image

"ამდენი სულით მახინჯი ადამიანი სად შეიკრიბა, იმაზე მეტად ავად არის ერი, ვიდრე გვგონია" - ბაჩანა შენგელია ქართველი დიზაინერის ცემის ფაქტს ეხმაურება.


"დილიდან ვრცელდება ნაცემი დიზაინერის, გიორგი მასხულიას ფოტოები.


თითქმის ყველგან, სადაც ეს ნიუსი შემხვდა, ხალხი ღლიცინებს და ზოგი აქებს კიდევაც მოძალადეებს.



ამდენი სულით მახინჯი ადამიანი სად შეიკრიბა და საერთოდ, რა ღირებულებებზე ვესაუბრებით ამ ხალხს? მგონი, იმაზე მეტად ავად არის ერი, ვიდრე გვგონია", - წერს შენგელია "ფეისბუკზე".

შეგახსენებთ, რომ დიზაინერ გიორგი მასხულიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ მასხულიამ ინფორმაცია თავად გაავრცელა.


როგორც "ფეისბუკ" ჩართვაში მასხულია ჰყვება, გუშინ ღამით თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა, რა დროსაც 3 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.


მასხულია პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საავადმყოფოში გადაყვანაც დასჭირდა.


1
631
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
631
  
2022, 22 თებერვალი, 14:08
ადამიანის ცემა არაა სწორი საქციელი, მაგრამ მამათმავლების დაქორწინებისათვის დასჯილი ვალენტინის დღის აღნიშვნა არაფერში გვჭირდება ქართელებს.
ბანაცებულმა შენგელიამ კი თავის გულში ჩაიხედოს მარჯვნივ და მარცნივ რომ ისვრის იარლიყებს.
0 1 1