x
image
intermedia.ge
Mediator image
ბინის ყიდვა თბილისში - ფასები და ახალი ტენდენციები

image

თბილისი ყველაზე მოთხოვნადი ქალაქია ბინების ყიდვის კუთხით. საცხოვრებელი ფართების სიმრავლე და მრავალფეროვნება მაძიებელს ბინების უდიდეს არჩევანს უშლის თვალწინ.


ქალაქის ცენტრში ცხოვრება ყოველთვის პრესტიჟულად ითვლებოდა, გარდა ამისა ამას აქვს თავისი ხიბლიც - ახლოს ხარ ყველაფერთან და შენს თვალწინ დუღს ქალაქის ცხოვრება.


თუმცა, არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეს პრიორიტეტი არ არის და მშვიდ გარემოში ურჩევნიათ დაიდონ ბინა. ეკოლოგიური პრობლემების გამო ბევრმა დატოვა კიდეც ქალაქის ცენტრი და თბილისის შემოგარენში, სიმწვანეში და სიმშვიდეში არჩია დასახლება.



მრავალფეროვანი არჩევანის პირობებში სასურველი საცხოვრებლის მოძებნა დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, თუმცა ყველაზე დიდ პლატფორმა area.ge-ზე ბინები თბილისში მარტივად მოსაძებნია.


არეას მოქნილი საძიებო სისტემა იძლევა საშუალებას მომხმარებელმა მიუთითოს მისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, მაგალითად, უბანი, სადაც სურს ბინის შეძენა, საერთო ფართი, ოთახების რაოდენობა, სართული და ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით საიტი შესთავაზებს მისი მოთხოვნების შესაბამის განცხადებებს. ამით ბუნებრივია დაიზოგება დრო და აურაცხელ განცხადებებში არ მოგიწევთ სასურველის ძებნა.


გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არეა თანამშრომლობს საქართველოში არსებულ თითქმის ყველა დეველოპერულ კომპანიასთან. ეს კი კარგი შანსია მათთვის, ვინც ბინას ახალაშენებულ ან მშენებარე პროექტში ეძებს, რადგან არეაზე შესაძლებელია, იხილოთ დეველოპერების შემოთავაზებები და დაათვალიეროთ პროექტები დეტალურად.


არეა მის სივრცეში ასევე თავს უყრის მეორეულ ქონებას, შესაძლოა ადამიანს სურს ბინის ძველ პროექტში შეძენა ან თანხა არ ჰყოფნის ახალი აშენებულისთვის, ამ შემთხვევაშიც არეას იმედი შეიძლება გქონდეთ, რადგან ყოველდღიურად განახლებადი განცხადებები იძლევა შანსს, დროულად იპოვოთ თქვენს პირობებზე მორგებული ბინა ძველ სახლებში.


ბინების ფასები უბნების მიხედვით


რასაკვირველია, ბინების ფასს ბევრი დეტალი განსაზღვრავს, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი მსაზღვრელი უბანი და ქონების ტიპია - კორპუსი ახალაშენებულია თუ ძველი. როგორც წესი, ახალაშენებულ პროექტებში ბინის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე მეორეულ კორპუსებში, თუმცა აქაც შეიძლება იპოვოს ადამიანმა საუკეთესო ვარიანტი.


ზოგადად რომ მიმოვიხილოთ ფასები კვადრატულ მეტრზე სხვადასხვა უბანში, ასეთ შედეგს მივიღებთ - პრემიუმ კლასის ბინების ფასები თბილისის ძველ ან ცენტრალურ უბნებში, როგორიცაა ავლაბარი, მთაწმინდა, ვაკე კვადრატულზე 4000 – 7000 ლარში მერყეობს, ძველ აშენებულ სახლებში, შედარებით ბიუჯეტური ბინის ერთი კვადრატის ღირებულება იმავე ლოკაციაზე - 2500 – 3500 ლარია. დიდ დიღომში ახალ აშენებულ კორპუსში, კვადრატულის ფასი 2000 – 3000 ლარამდე მოიაზრება, ხოლო ძველ აშენებულში 1500 – 2300 ლარში მერყეობს, ორთაჭალა/კრწანისში ახალაშენებულ კორპუსში კვადრატულის ფასი საშუალოდ 3200 – 4200 ფასია, ძველ აშენებულ სახლებში 2100 – 3100 ლარია.


თუ კი საცხოვრებლის შეცვლას აპირებთ უკვე იცით, რომ ბინების მოსაძებნად უნდა ეწვიოთ საიტს: area.ge


R



0
97
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0