x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მწვრთნელი კაცი არასრულწლოვან სპორტსმენ გოგონებზე ძალადობდა

image

საქართველოში, სპორტსმენ ქალებზე, მათ შორის არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა მწვრთნელი კაცის მიერ ხორციელდებოდა. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საქმე სასამართლოში მოიგო. საქმე ეხება ქალთა საფეხბურთო გუნდ "ნიკეს", რომლის წევრი გოგონები, მათ შორის 2 არასრულწლოვანი, მწვრთნელ მამაკაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. მოსამართლემ ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ტრენერი გოგონებს სექსუალრუად ავიწროებდა. ტრენერს სასამართლომ თანხის გადახდა დააკისრა.


"ქალი ფეხბურთელები ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროვებასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ქალთა საფეხბურთო კლუბის კაცი მწვრთნელისგან. მწვრთნელის მხრიდან შევიწროება გამოიხატებოდა სექსუალური შინაარსის მიმართვებში, დაცინვაში, კრიტიკაში. ასევე სექსუალური შინაარსის ფიზიკური სავარჯიშო დავალებების მოთხოვნაში, ქალების გასახდელში უნებართვოდ შესვლაში, ქალი ფეხბურთელების ეთნიკურ წარმოშობაზე ნეგატიურ მინიშნებასა და სხვა ქმედებებში, რომელიც ამცირებდა, ღირსებას ულახავდა ქალ სპორტსმენებს და მტრულ გარემოს უქმნიდა სამუშაო ადგილას", - ამბობენ ორგანიზაციაში.


მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც.


0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0