x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
თბილისში 6 ადამიანი დააკავეს - "მთელი ღამე თავში მიბრახუნეს, მაგინეს... ფეხს ვერ გაადგამ, ვის ხელში მოხვდი აზრზე არ ხარო"
image

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში 6 პირი დააკავეს, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.


უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გამოძალვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.


  • გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული ა.მ. და 1978 წელს დაბადებული მ.მ.;
  • გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1970 წელს დაბადებული კ.ნ. და 1972 წელს დაბადებული გ.ლ;
  • დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული გ.ჭ, 1999 წელს დაბადებული ა.ნ., ხოლო 2 პირს: 1969 წელს დაბადებულ რ.ჭ.-ს და 1974 წელს დაბადებულ ს.ჭ.-ს ამავე დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ არსებული ფინანსური დავის საფუძველზე, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის გაადვილების მიზნით, კ.ნ.-მ, გ.ლ.-მ, ა.მ.-მ და მ.მ.-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ვ.ტ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.



გამომძალველები ვ.ტ.-ს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, 51 000 ლარს მოტანას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდნენ, რის გამოც მან თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. დაზარალებული პირი ბრალდებულებმა მეორე დღეს, თანხის გადახდის პირობით გაათავისუფლეს.


ა.ნ., გ.ჭ., რ.ჭ. და ს.ჭ. შეესწრნენ ვ.ტ.-ის მიმართ განხორციელებულ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენას, თუმცა აღნიშნულის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.


შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის საქმეზე აუდიო ჩანაწერებს აქვეყნებს, სადაც ისმის, როგორ ძალადობენ დაკავებული პირები დაზარალებულზე და როგორ სთხოვენ მას 51 ათასი ლარი მიტანას.


საქმეზე სულ 6 პირია დაკავებული, 2 კის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. მათ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთას, გამოძალვას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.




2
479
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
479
  
2022, 19 თებერვალი, 18:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 19 თებერვალი, 0:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2