საზოგადოებრივი მთელი თავისი ცხოვრება სასწორზე დადო გოგონასთვის, რომელიც თვალით არ უნახავს 2022, 17 თებერვალი, 20:47 იუსუფმა, 17 წლის ჩეჩენი გოგონას გამო შური იძია, რომელიც რუსმა პოლკოვნიკმა, იური ბუდანოვმა 2000 წელს, ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა. 2011 წელს კი, იუსუფმა საკუთარი ერის ღირსებისთვის ყველაფერზე თქვა უარი და სისასტიკით სახელგანთქმული ბუდანოვი მოკლა.
როდესაც იუსუფმა თავის ადვოკატს ჰკითხა, თუ რას მიუსჯიდნენ, ადვოკატმა უთხრა - 25 წელს. იუსუფმა კი უპასუხა - “რა ცოტა დროა. მისი მოკვლის დროს განცდილი გრძნობის გამო კიდევ 25 წელს დავამატებინებდი.”
იუსუფს 5 დღის განმავლობაში, ყოველი ნახევარი საათი დენით აწამებდნენ. თავზე ტომარას აცვამდნენ, სანამ გონებას არ დაკარგავდა. მან კი არცერთ ქაღალდს არ მოაწერა ხელი. ეუბნებოდნენ, რომ წამება მუდმივად გაგრძელდებოდა. ის კი პასუხობდა, - “არაფერია მთვარის ქვეშ მარადიული.”
როდესაც ადვოკატმა უთხრა იუსუბ ტემირხანოვს, რომ შესაძლოა ის ციხიდან ვერ გამოსულიყო, მან ღიმილით უპასუხა - "მე ვიცოდი რაზეც მივდიოდი."
მოსამართლე და მთლიანი დარბაზი შოკირებული იყო იმით, რომ იუსუბი არც კი იცნობდა იმ გოგოს, ვის გამოც მან შური იძია. მოსამართლემ უთხრა იუსუფს, - “თქვენ, წარმატებულმა ბიზნესმენმა მთელი ცხოვრება სასწორზე დადეთ იმ გოგოს გამო, რომელიც თვალით არ გინახავთთ.” იუსუფმა, გაიღიმა და უპასუხა - “მე ჩეჩენი ვარ.”
მისი სახელი სამუდამოდ დარჩება არამარტო ჩეჩენი ერის ისტორიაში, არამედ მთელი კავკასიის ისტორიაში. მის დაკრძალვაზე ათიათასობით ადამიანი მოდიოდა მეზობელი რესპუბლიკებიდან თანადგომის და პატივისცემის გამოსახატად.
ჩეჩნეთის ეროვნული გმირი იუსუფ თემირხანოვი.
მის დაკრძალვაზე და სამძიმარზე ჯამში 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, ანუ ჩეჩნეთის მკვიდრი თითქმის ყველა ზრდასრული მამაკაცი. ჯოჰარ დუდაევის ეროვნული მოძრაობის შემდეგ ჩეჩნეთში ასეთი დიდი მობილიზაცია ჯერ არ ყოფილა. თანაც, სოციალური მედიის როლი ამ მობილიზაციაში იყო ძალიან დიდი!
მან საკუთარი ხელით მოკლა რუსი ტერორისტი, პოლკოვნიკი ბუდანოვი, რომელმაც არაერთი ჩეჩნური სოფელი გადაწვა და 17 წლის ჩეჩენი გოგოც გააუპატიურა. მართალია ის გაასამართლეს ამაზე, მაგრამ სიმბოლური სასჯელი მისცეს და უცებ გამოვიდა გარეთ. შემდეგ პუტინმა ღირსების მედალიც გადასცა. იუსუფმა ის საკუთარ სადარბაზოსთან მოკლა. იუსუფს ხანგრძლივი პატიმრობა მისცეს ციმბირის ერთერთ ციხეში სადაც მას აწამებდნენ. საბოლოოდ ის გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსია გულის შეტევაა, თუმცა რეალურად ის აწამეს.
855 1-ს მოსწონს |
სადღაა რუსეთში კანონი და სამართალი ეს ვიგულისხმე.
კლიენტი კი არა ადვოკატი ცემეს დონის როსტოვის საოლქო სასამართლოში, როგორ თუ პროკურორს ენა შეუბრუნეო.
ადვოკატი ჭირდებათ შირმად მსოფლიოს თვალში, ხომ ხედავთ "მკვლელსაც" კი ჰყავს ადვოკატიო!!!
სამუდამო პტიმრობა აქვს პაატა გვასალიას, რომელსაც ყოველგვარი დასაბუთბის და მტკიცებულების გარეშე მიუსაჯეს ასეთი სასტიკი სასჯელი, იმისთვის რაც არ ჩაუდენია.
მოკრივე პაატა გვასალიაზეა საუბარი.