x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
„დიდი სამეულის“ შვილიშვილების შეხვედრა-სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი
image
მეორე მსოფლიო ომი არის გლობალური კონფლიქტი, რომელიც გაგრძელდა 1939 წლიდან 1945 წლამდე. მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა უამრავი ადამიანი, დაიწყო შიმშილობა, ჩართული იყო ყველაზე მეტი სახელმწიფო, ვიდრე ოდესმე ნებისმიერი ომის დროს. ომის პერიოდში, ბევრი ადამიანი იცვამდა გარდაცვლილი გერმანელის ფორმას და ამით ცდილობდა გადარჩენას. მეორე მსოფლიო ომის შედეგი იყო მიწასთან გასწორებული ევროპა. სწორედ მოცემულ ისტორიაში მონაწილეობდნენ სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი, რომელთა გაერთიანებასაც ეწოდა „დიდი სამეული“. გაერთიანება იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში გერმანიის წინააღმდეგ. „დიდი სამეულის“ წევრების მნიშვნელოვან კავშირზე სწორედ სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი მიუთითებს, რომელიც ამბობს, რომ „რუზველტსა და ჩერჩილს სტალინის გარეშე არ შეეძლოთ დაესრულებინათ მეორე მსოფლიო ომი, რადგან მათ არ ჰქონდათ შესაბამისი ადამიანური და სამხედრო რესურსები იმისთვის, რომ გამკლავებოდნენ ნაცისტებს“.

„დიდი სამეულის“ წევრები ერთმანეთს შეხვდნენ 1943 წელს თეირანში, 1945 წლის თებერვალში იალტაში, ასევე პოტსდამში 1945 წელს. ამ შეხვედრებზე ისინი ცდილობდნენ ჩამოეყალიბებინათ ომის პოლიტიკა და დაეგეგმათ ომის დასრულება. იალტის კონფერენციაზე მიღებული ბევრი რამ ეხებოდა მხოლოდ რუზველტსა და სტალინს, ჩერჩილი კი არ ჩარეულა. ომის დროს მთავარი მოკავშირე ძალები შეთანხმდნენ ახალი გლობალური ორგანიზაციის შექმნაზე, რომელიც დაეხმარებოდა საერთაშორისო საქმეების მართვას. ეს შეთანხმება პირველად გაფორმდა, როდესაც რუზველტმა და ჩერჩილმა ხელი მოაწერეს ატლანტიკურ ქარტიას 1941 წლის აგვისტოში. შემოთავაზებული ორგანიზაცია საბოლოოდ განხორციელდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახით.

1945 წლის იალტის კონფერენცია. სტალინი,  რუზველტი და ჩერჩილი.

იალტის კონფერენციიდან 60 წლის შემდეგ „დიდი სამეულის“ შვილიშვილები შეხვდნენ ერთმანეთს. სტალინის რვა შვილიშვილთაგან ერთ-ერთს ევგენი ჯუღაშვილს საკუთარ წიგნში „პაპაჩემი სტალინი“ აღწერილი აქვს „დიდი სამეულის“ შვილიშვილების შეხვედრა, რომელიც ჩატარდა 2005 წლის 30 სექტემბერს ქალაქ მაასტრიხტში, ნიდერლანდებში. ღონისძიება იალტის კონფერენციას მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მიიწვიეს სამი დიდი სახელმწიფოს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა, ლიდერების შვილიშვილები.


იოსებ სტალინის, უინსტონ ჩერჩილის და ფრანკლინ რუზველტის შვილიშვილები შეიკრიბნენ მაასტრიხტში, ნიდერლანდებში, რომ განეხილათ 1945 წლის იალტის კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ მათი წინაპრები. ევგენი ჯუღაშვილი საკუთარ წიგნში წერს, რომ მას, უინსტონ ჩერჩილსა და კურტის რუზველტს სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვთ მრავალ საკითხზე, ისევე, როგორც მათ პაპებს 60 წლის წინ. ის ამბობს რომ შვილიშვილები ვერ დამეგობრდნენ. ევგენი ჯუღაშვილი აღწერს, რომ სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის შვილიშვილები დებატობდნენ ევროპის ბედზე. აქ ასევე იკვეთება საინტერესო მომენტი, როდესაც სტალინის შვილიშვილმა უინსტონ ს. ჩერჩილს უთხრა: „შენ ისეთივე ჯიუტი ხარ, როგორიც შენი პაპა“, რაზეც ჩერჩილმა მშვიდად უპასუხა:“ვიღებ ამას, როგორც კომპლიმენტს“.

ევგენი ჯუღაშვილი აღწერს მათ შეხვედრას, რის შესახებაც ამბობს, რომ „ევროპულ სუფრასთან არავითარი წესი არ მოქმედებდა“. ევგენი ჯუღაშვილმა ადღეგრძელა ფრანკლინ რუზველტი, რის შემდეგადაც ელოდა, რომ სტალინს ადღეგრძელებდნენ. თუმცა დრო გადიოდა და არავინ ცდილობდა სტალინის შესახებ სადღეგრძელოს წარმოთქმას. ევგენი ელოდა რუზველტისგან სტალინის სადღეგრძელოს, თუმცა უშედეგოდ. „შემდეგი სადღეგრძელო უინსტონ ჩერჩილის სახელზე ავწიე, ყველა წამოდგა და უხმოდ შესვეს, ახლა უკვე სტალინის სადღეგრძელოს ველოდი უმცროსი უინსტონ ჩერჩილისგან. იგი ჩემ პირდაპირ იჯდა და მისი თვალების გამომეტყველებით მივხვდი, რომ აუცილებლად იტყოდა რამეს. არ საუბრობდა, ჩვენ გვიმზერდა. ვხედავ, უინსტონ ჩერჩილი ხელში იღებს ჭიქას, დგება და ადღეგრძელებს სახელმწიფოთა კოალიციას (აშშ, ინგლისსა და საბჭოთა კავშირს). შევაწყვეტინე:“მე ველოდი, რომ თქვენ პერსონალურად იოსებ სტალინის სადღეგრძელოს იტყოდით“. ჩერჩილმა გაიღიმა და წარმოთქვა სტალინის სადღეგრძელო.“-წერს ევგენი ჯუღაშვილი.

2005 წლის ღონისძიების შემდეგ, 2015 წლის თებერვალში იყო სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის იალტის შეხვედრის მორიგი იუბილე, რომელიც 1945 წელს გაიმართა ლივადიის სასახლეში. რუსმა ორგანიზატორებმა შთამომავლები მიიწვიეს ყირიმში. ამ დროს სტალინის შვილიშვილი, ევგენი, მკურნალობას საჭიროებდა, შესაბამისად ვერ დაესწრებოდა ღონისძიებას, სწორედ ამიტომ მიიწვიეს მისი შვილი იაკობი. “როდესაც იაკობი მოსკოვში ჩაფრინდა, რომ გაფრენილიყო სიმფეროპოლში, მას განუცხადეს, რომ მისი ყოფნა სიმფეროპოლში არ იქნებოდა სასურველი. სტალინის შთამომავალს კი იქ წარმოადგენდა მოლოტოვის შთამომავალი. შეიძლება ითქვას, შემცვლელი გამონახეს. მადლობა, რომ ხრუშჩოვი არა“.- წერს ევგენი ჯუღაშვილი საკუთარ წიგნში „პაპაჩემი სტალინი“.


1
416
3-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
416
  
2022, 17 თებერვალი, 5:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1