x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვქმნით მამაკაცთა უფლებადამცველ ორგანიზაციას" - რა ინიციატივით გამოდის ლალი მოროშკინა 

image


ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა მმართველი პარტიის მიერ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მამაკაცთა უფლებადამცველი ორგანიზაციის "ძლიერი კაცი-ძლიერი სახელმწიფო"-ს შექმნის "ინიციატივით" გამოდის:


"იმდენმა მოგვბაძა ქალთა ორგანიზაციის შესაქმნელად, მორჩა!
ვქმნით მამაკაცთა უფლებადამცველ ორგანიზაციას "ძლიერი
კაცი-ძლიერი სახელმწიფო"


ჩვენი ულვაში, თქვენი ნამუსი. ვუშვებთ წვერს, ვიპატარავებთ მკერდს და ჰაიდა", – წერს მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების გადაწვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება გზას გაუხსნის ქალებს მეტი წარმატებისკენ როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ასევე საჯარო სამსახურშიც.


"სხვადასხვა გარემოებების გამო, ჩვენმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში შეძლო 64 კანდიდატიდან მხოლოდ სამი ქალის წარდგენა. ხოლო საკრებულოს კანდიდატები არსებითად მხოლოდ ჩვენს მიერ შემოღებული საარჩევნო კვოტის ფარგლებში წარვადგინეთ. ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოებაში მოცემულ ობიექტურ სურათს", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.



0
175
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
175