x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსმა მღვდელმა თავის ცოლს ვალენტინობაზე ცოცხი აჩუქა(ვიდეო)
image

მოსკოში მართლმადიდებელმა მღვდელმა ნიკოლაი ბაბკინმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე საზოგადოებას აჩვენა, თუ რა საჩუქარი გაუკეთა მეუღლეს ვალენტინობის დღეს.

"დღეს მე და ჩემი ქალი წავედით მაღაზიაში და მერე გამახსენდა, რომ დღეს ვალენტინობაა", - ასეთ წარწერა ახლავს სასულიერო პირის ვიდეოს. კადრებში ჩანს, მაღაზიაში ყოფნის დროს როგორ გადასცემს ბაბკინი ცოლს ცოცხს.

ის თავის მხრივ იღებს საჩუქარს და ამბობს, რომ "ასეთ რამეზე დიდი ხანია ოცნებობდა."


შემდეგ მღვდელი ამბობს:"როგორ მოგწონთ საჩუქარი?"

ვიდეოს ბოლოში ჩანს, რომ ქალბატონს ორქიდეის მსგავსი ყვავილი უჭირავს ხელში.

"რა დღესასწაულიცაა, ისეთი საჩუქარია", "მაგრამ ყვავილი მაინც აჩუქეს ", "ყვავილების ჩუქება ისედაც შეიძლება. რა მნიშვნელობა აქვს, რა დღესასწაულია, მთავარია, ცოლი გახარებული და ბედნიერი იყოს“, - წერენ სოცქსელში მომხმარებლები.



0
213
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0